სიახლეები
ინტერვიუ

„მუდმივად ვცდილობთ ბავშვებთან რაღაც ახალი შევიტანოთ“ - ინტერვიუ ქუთაისის N32 ბაგა-ბაღის დირექტორთან
27-09-2019
-
+


ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სიახლეებისა და სამუშაო პროცესის გასაცნობად, etaloni.ge ქუთაისის N32 ბაგა-ბაღ „ოქროს საწმისის“ დირექტორს ია მაჩიტიძეს ესაუბრა.

-​ ქალბატონო ია, თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ბავშვები სკოლამდე ბაღში დადიოდნენ?

- ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა უნარ-ჩვევა, რაც სკოლისათვის მზაობას სჭირდება, ბავშვს საბავშვო ბაღში გამოუმუშავდება. მით უმეტეს, ჩვენს შემთხვევაში, როდესაც ქუთაისის საბავშვო ბაღებში ახალი სტანდარტია დადგენილი და ვიცით, ბავშვი სასკოლოდ როგორ მოვამზადოთ. ჩვენი მეთოდისტები გასულ წელს ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებისა და ქუთაისის მერიის ხელშეწყობით გადამზადდნენ.

ბავშვებისთვის  ლოგოპედიური და  ფსიქოლოგიური მომსახურება უზრუნველყოფილია და მათი საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი მომსახურება აქვთ. ვთვლი, რომ აუცილებელია თითოეული ბავშვი სკოლაში შესვლამდე საბავშვო ბაღში დადიოდეს.

- რას ძირითადი რჩევები გექნებოდათ მშობლებისთვის, რომლებსაც შვილები ბაღში დაჰყავთ?

- მშობლებს ვურჩევდი, რომ ბავშვებთან მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ, ტექნიკასთან ხშირ ურთიერთობას მოარიდონ და კომპიუტერთან თუ ტელეფონთან კომუნიკაციისთვის შეზღუდული დრო გამოუყონ. მნიშვნელოვანია მეტი თამაში.

მშობლებთან ძალიან ხშირი შეხვედრები და საუბრები გვაქვს და მათ ცნობადობას ვამაღლებთ. სამეთვალყურეო საბჭოები გვაქვს და თითოეული საორგანიზაციო საკითხი მშობლების ხელით წყდება. ბაღი არ ერევა ამ საკითხებში. ვგულისხმობ ზეიმებისათვის, თემატური პროექტებისთვის, გასვლითი ღონისძიებებისთვის, პიკნიკებისათვის დეტალების გადაწყევატს - ამ ყველაფრს ორგანიზებას ჩვენი მშობელთა კომიტეტები უწევენ.

- თქვენი ამ მონდომების შედეგად, რამდენად აქტიურად არიან ჩართულები პროცესებში?

- ფაქტობრივად, ჩვენ თვითონ უზრუნველვყოფთ, რომ მშობლები აქტიურად ჩავრთოთ მუშაობაში. სამზარეულოში მორიგეობა გვაქვს შემოღებული. მშობლები განრიგის მიხედვით სამზარეულოში საჭმლის დამზადების პროცესს ესწრებიან. გვინდა ნახონ მათი შვილებისთვის საჭმელი როგორი პროდუქტით და რა გარემოში მზადდება, როგორ არის დაცული ჰიგიენის ნორმები. მათ გარედან შემოსულს სულ სხვა წარმოდგენა აქვთ და ჩვენგან სულ სხვა შთაბეჭდილებით გადიან.

- სააღმზრდელო წლის დასაწყისში ბავშვების ბაღთან შეგუება ბევრი მშობლის პრობლემაა. რას ურჩევდით მათ?

- პირველი დღიდანვე, როგოც კი მშობელი ჩვენს ბაგა-ბაღში შემოდის  და  საბუთები შემოაქვს ვუხსნით, რომ პირველი ორი კვირა ადაპტაციის პერიოდია და უნდა ვეცადოთ როგორმე ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესაბამისად ვიმოქმედოთ, სტრესი ავარიდოთ. პირველ ეტაპზე ბავშვები ბაღში თითო ან ორ-ორი საათით მშობელთან ერთად არიან და ნელ-ნელა მასწავლებელზე დამოკიდებულება როდესაც უჩნდებათ, მერე სრულად მარტო ვატოვებინებთ. ბავშვები ბაღის გარემოს ეტაპობრივად უნდა შეეჩვიონ.

სწავლა 23 სექტემბრიდან დავიწყეთ და მშობლებს  ბავშვების დატოვება ჯერ კიდევ უჭირთ. ვცდილობთ, რომ ადაპტაციის პერიოდი ბავშვებისათვის მაქსიმალურად უმტკივნეულო იყოს.

- ინფრასტრუქტურულად როგორი მდგომარეობა გაქვთ? თქვენს ხელთ არსებული რესურსები გყოფნით?

- საჭიროება ძალიან ბევრია. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი იდეალურად გვაქვს. უპირველეს ყოვლისა, ქუთაისის ბაგა-ბაღებს ჯგუფებში მრავალრიცხოვნობა აწუხებს, თუმცა ამ კუთხით ჩვენს ბაღს პრობლემა არ აქვს. ჯგუფში მაქსიმუმ 25-27 ბავშვი გვყავს და აქედან გამომდინარე, კარგი მდგომარეობაა. მრავალრიცხოვან ბაღებში სტანდარტთან მიახლოებით აქტივობების ჩატარება ძალიან ჭირს.

ჩვენი სიტუაციიდან გამომდინარე ვცდილობთ სტანდარტს მოვერგოთ. ბაღში ბავშვების უსაფრთხოება მაქსიმალურადაა დაცული. ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე თითოეული აღმზრდელი ცდილობს, რომ აქტივობები მაღალ დონეზე ჩაატაროს.

- თქვენი ბაგა-ბაღის აღსაზრდელები და მათ მშობლები რა განსაკუთრებულ სიახლეებს უნდა ელოდნენ?

- ჩვენ მუდმივად სიახლეების ძებნაში ვართ. ვცდილობთ ბავშვებთან რაღაც ახალი შევიტანოთ. ვთვლით, რომ ძალიან კარგი იქნება პიკნიკებზე უფრო ხშირად თუ წავიყვანთ. გვინდა პატარებს ბუნებასთან მეტი კონტაქტი ჰქონდეთ. ქალაქის პირობებში პიკნიკების ორგანიზება ცოტა ჭირს, მაგრამ ჩვენი მდებარეობიდან გამომდინარე შედარებით მარტივია. ჩვენი ბაღი ერთ-ერთ უძველეს უქიმერიონის უბანში, გორაზეა, სადაც ძალიან  ლამაზი წიწვოვანი ტყე გვესაზღვრება. შეგვიძლია პიკნიკებზე უფრო ხშირად გავიდეთ და ბუნებაში აქტივობები ჩავატაროთ.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება