მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის მუნიციპალიტეტში 26 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.
II ტური 10 ოქტომბერს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა:
ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ნადიბაიძე:
„წელს, ჩვენი მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლამ ტესტირების ელექტრონული ვერსია აირჩია. მონიტორინგის კუთხით, სკოლებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან, კულტურისა და სპორტის განყოფილების წარმომადგენლებიც შევიდნენ. ჩვენი მხრიდანაც მოხდა მონიტორინგი და ხალისით, მუშა პროცესში წარიმართა ტესტირება. საკმაოდ კარგად აზროვნებდნენ ბავშვები, თუმცა ჯერ შედეგები არ ვიცით. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი რომ არის, ამას ისიც ადასტურებს, რომ სკოლებისა და მოსწავლეთა „ეტალონში“ ჩართულობა ყოველწლიურად მზარდია. ჩვენი 23 საჯარო სკოლიდან, წელს უკვე 22 სკოლაა პროექტში ჩართული და ის ერთიც მხოლოდ იმ მიზეზით ვერ ჩაერთო, რომ საბაზო სკოლაა. რაც ვფიქრობ, იმის მანიშნებელია, რომ „ეტალონი“ ნამდვილად აქტიური და პოპულარული პროექტია“.
მერიის წარმომადგენელი ფიქრია ქაფიანიძე:
„რადგან „ეტალონი“ ამდენ წელს რეიტინგს არ კარგავს და ყოველწლიურად, სულ უფრო მეტი ბავშვი ერთვება პროექტში, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტია. ქვეყნის პოლიტიკიდან გამომდინარე, განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი და ვთვლი, რომ მსგავს საგანმანათლებლო ხასიათის პროექტებს ხელი უნდა შევუწყოთ. პროექტის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი, ალბათ, ჩვენი მუნიციპალიტეტი იყო და ძალიან მიხარია, რომ წელსაც მოიძებნა ფინანსური რესურსი და გამოითქვა მზაობა საჯარო სკოლების მხრიდან. წელს უკვე პროექტში ჩვენი 22 სკოლა ჩაერთო. ძალიან კომფორტული იყო „ეტალონის“ ინოვაცია ონლაინ-ტესტირებასთან დაკავშირებით, რაც იმ სკოლებში ჩატარდა, სადაც აქვთ კომპიუტერული კლასები. გვინდა, ამ ეროვნულ პროექტს მრავალი წარმატება ვუსურვოთ!“
ჯოყოლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნაზო ბორჩაშვილი:
„შედეგებით, ზოგადად, ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა მონაწილეთაგან სამი მოსწავლე მაქსიმალურად გამოიკვეთა. რომლებიც ფინალში გავიდნენ და ყველაზე მაღალი შედეგებიც აჩვენეს, ამიტომ შემდეგი ტურისთვის დიდი მოლოდინი გვაქვს. პროექტი მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმის გამო, რომ მოსწავლეებს მოტიცავიას უზრდის, ხელს უწობს ასევე მათ ინტელექტუალურ განვითარებას, აფართოებს მათ ზოგად ცოდნას და უძლიერებს გამარჯვების სურვილს“.
ჯოყოლოს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო წინწალაშვილი:
„მივესალმები მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარებას სკოლაში. დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ბავშვები შესარჩევ ტურში. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია და აქედან გამომდინარე, 18-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა მსურველი ბავშვებიც გვყავდა, რომლებიც გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ გამოცხადდნენ. ყველაზე კარგი ის არის, რომ ბავშვები ემზადებოდნენ ამ ტესტებისთვის, რაც აძლევს მათ თავიანთი შესაძლებლობების შეფასების საშუალებას. დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ შესაძლებლობებისთვის.
ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ბაგრატ ქადაგიძე:
„ჩვენს სკოლაში წელს უკვე ონლაინ-ტესტირება ჩატარდა და შედეგებიც ნორმალური დაიდო. ჩემი სურვილია, წელიწადში ერთხელ კი არა, რამდენჯერმე ჩატარდეს მსგავსი კონკურსი და კიდევ ბევრი ასეთი პროექტი არსებობდეს, რადგან, გარდა იმისა, რომ ბავშვები ცდილობენ ზოგადი ცოდნის გაღრმავებას, კონკურსების მოლოდინში არ აქვთ მოდუნების საშუალება, უვითარდებათ თვითშეფასების უნარი და აქვთ ამაღლებული მოტივაცია“.
ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თინა ჯიხოშვილი:
„წელს ჩვენთან პირველი ტური ონლაინ-ტესტირებით ჩატარდა, რაც გაცილებით კომფორტულია, რადგან ტესტებზე საკმაოდ დიდი დრო იკარგებოდა, ამ შემთხვევაში კი, ბავშვები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, იმუშავეს და თვითონვე ნახეს შედეგი. მთლიანობაში, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის, მათი ცოდნის გაღრმავებისა და მოტივაციის ასამაღლებლად. „ეტალონის“ კონკურსისთვის მოსამზადებლად, ბავშვები სახლშიც მუშაობენ, რითაც კმაყოფილი ვართ სკოლაც და მოსწავლეებიც“.
ოჟიოს საჯარო სკოლის დირექტორი ჟანა ახალკაციშვილი:
„ჩემი სკოლა პროექტში აქტიურადაა ჩართული. სურვილი ბევრმა ბავშვმა გამოთქვა. შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ გვაქვს წარმატების მოლოდინი. სკოლა, თავის მხრივ, ძალიან ბევრს აკეთებს, ვცდილობთ მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები მსგავს საგანმანათლებლო პროექტებში. ჩართული ვართ ასევე izrune.ge-შიც, როგორც ჩვენი სკოლა, ასევე პირადად მე, ჩემი ოჯახითა და შვილებით და ძალიან მიხარია, რომ არსებობთ“.
ოჟიოს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თინათინ ლეფსვერაძე:
„კონკურსისთვის წელს აქტიურად ემზადებოდნენ, რადგან გასული წლის მონაწილეებიც გავიდნენ, ვისაც გამოცდილება უკვე ჰქონდა. ძალიან დადებითად ვართ განწყობილი პროექტის მიმართ, რისთვისაც მადლობა გვინდა გადავუხადოთ „ეტალონის“ ორგანიზატორებს და მათ, ვინც მოიფიქრა თავიდან, რომ ბავშვებისთვის ასეთი საინტერესო და სასარგებლო პროექტი შეექმნა. ეს კიდევ ერთი მოტივატორია იმისა, რომ ბავშვები მიხვდნენ, რამდენად აუცილებელია სწავლა და კითხვა არამხოლოდ სასკოლო საგნების, არამედ, ზოგადად, ლიტერატურის და როგორი აუცილებელია ზოგადი ცოდნის შეძენა. გუშინ, მაგალითად, შეხვდათ ისეთი შეკითხვები, რაც უნდა სცოდნოდათ ზოგადი განათლების კუთხით და თუ ნახავენ, რომ ამ მხრივ ხარვეზი აქვთ, მის გამოსწორებაზეც იმუშავებენ“.
მატნის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ტერტერაშვილი:
„პროექტი საკმაო მოტივაციას უქმნის მოსწავლეებს. ბავშვები ძალიან აქტიურად ერთვებიან, თვითონ კონკურსის სისტემაც ისეთია, რომ იცავს მათ კონფიდენციალობას. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გვყოლია „ეტალონის“ გამარჯვებული, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ აუცილებლად გვეყოლება“.
მატნის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაკა მალავნიშვილი:
„გასულ წლებთან შედარებით, წელს მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა და განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო მათი ჩართულობა. ბავშვები ძალიან დადებითად არიან განწყობილი და ხალისით მონაწილეობენ კონკურსში. მისასალმებელია, რომ საგნობრივი ცოდნის გარდა, კონკურსანტებს ზოგადი ცოდნაც მოეთხოვებათ“.
შეგახსენებთ, რომ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი, სასწავლო წლის ბოლოს, მესამე ეტაპით - გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ასევე იხილეთ: ახმეტის მოსწავლეთა საყურადღებოდ
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე