მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის N3 საჯარო სკოლის 6-მა პედაგოგმა ახალი სასწავლო წელი წამყვანი მასწავლებლის სტატუსით დაიწყო.
ეს პედაგოგები არიან: ლია დათაშვილი, ნატო სტეფანაშვილი, ნათია დათიაშვილი, ნინო ხუციშვილი, თამარ ახალბედაშვილი, ინგა ალავერდაშვილი.
როგორც გორის N3 საჯარო სკოლის დირექტორმა, ვახტანგ სუხიტაშვილმა etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, მისი ჩათვლით სკოლაში უკვე 7 წამყვანი მასწავლებელი ასწავლის.
„ყველა პედაგოგი კარგად მუშაობს. ბუნებრივია, რომ შესაბამისი აქტივობების გარეშე ამ წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ექვსივე პედაგოგმა შესაბამისი აქტივობა განახორციელა და მათი მუშაობა ხარისხობრივი მაჩვენებლითაც დაფასდა. ისინი აქტიურად არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. მეშვიდე წამყვანი მასწავლებელი მე ვარ, შარშან პირველმა მივიღე წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. ფაქტობრივად, მათ ესტაფეტა გადავულოცე და ძალიან წარმატებულადაც“, - აცხადებს ვახტანგ სუხიტაშვილი.
გორის N3 საჯარო სკოლა თითოეულ მასწავლებელს წარმატებებს უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს