მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ II ეტაპის ღონისძიება სენაკში 2 ოქტომბერს, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართება, ღონისძიებაზე მონაწილეები და მათი გულშემატკივრები 14:30 საათზე უნდა მობრძანდნენ.
2019-2020 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ სენაკის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება.
სენაკის „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. მესამე ეტაპით კი - კონკურსი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
იხილეთ ასევე:
სენაკის მოსწავლეთა საყურადღებოდ
„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად“ - სენაკი ჩემპიონატის II ტურისთვის ემზადება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ალათუმანის საჯარო სკოლის V-VI კლასის მოსწავლეებმა მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც მუნიციპალურ თამაშებში გაიმარჯვეს, ასპინძის მერმა სპორტული ფორმებით დაასაჩუქრა