ამ კვირაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენაა - მორიელებს ყველაზე რთული პერიოდი აქვთ, ლომებს კი - ყველა სახის სასიკეთო ტენდენციების შესაძლებლობა
დღეიდან 3-4 დღის განმავლობაში, ფანტაზიების მმართველი პლანეტა ნეფტუნი და შავი მთვარე ხვდებიან ერთმანეთს. მოიმატებს ლტოლვა სუიციდისადმი, ცუდი აზრების აკვიატების, ტრამვულ-ავარიული ტენდენცია და კონფლიქტურობა. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელის რჩევაა, ამ დღეებში მოერიდოთ ალკოჰოლს და ნარკოტიკებს. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში დამხმარე საშუალებაა ლოცვა, ხელოვნებასთან ურთიერთობა და ბუნებასთან კონტაქტი. როგორც ცაგარელი აღნიშნავს ამ კვირაში კიდევ ორი მნიშვნელოვანი მოვლენაა:
3 ოქტომბერს მერკური გადადის მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, რაც ნიშნავს რომ ინტიმური სფერო გაუმჯობესდება. ინტუიციის, ორგანიზებულობის, დისციპლინისა და შეუპოვრობასთან ერთად იმატებს სარკასტულ-გესლიანი გამოთქმები და წყენის დამახსოვრების ტენდენცია. „კახური ერა“ იწყება...
5 ოქტომბერს კი სასწორის ზოდიაქოში გადადის მოქმედების მმართველი პლანეტა მარსი, რაც ნიშნავს რომ კომპრომისები, დიპლომატია და ხელოვნებისკენ ლტოლვა გაღვივდება.
ვერძი - შეიძლება შეცდომები დაუშვათ სულსწრაფობის ნიადაგზე, არაადეკვატურად აფასებთ სიტუაციას. ფანტაზიების მაღალი ალბათობა ხელს გიშლით რეალობის დანახვის შესაძლებლობას.
კურო - ადვილად შეიძლება გაცივდეთ, გადაიღალოთ და ექიმების პაციენტი გახდეთ. გიჭირთ კომპრომისებზე წასვლა, ნამდვილი „კახელი“ ხართ. ყურადღება მიაქციეთ პარტნიორულ ურთიერთობებს - აქ უტაქტობა საპასუხო რეაქციებს გამოიწვევს.
ტყუპები - აქტიური, ენერგიული ინიციატივიანი და შარმიანი ხართ, შეგიძლიათ იდეების რეალიზაცია. თქვენი მთავრი პრობლემაა, ზედმეტი ფანტაზიები. შეიძლება მოტყუების მცდელობის წინაშე აღმოჩნდეთ. ყველაფერი გადაამოწმეთ.
კირჩხიბი - გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას. ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ, მოერიდეთ კამათს, ეს გახდება კონფლიქტების მიზეზი, როგორც სახლში, ისე სამსახურში.
ლომი - ახლა უნდა სიყვარული, ინტიმური ურთიერთობები... ყველა სახის სასიკეთო ტენდენციების შესაძლებლობა აქვს. შეიძლება პროფესიულად წინ წახვიდეთ. ამ კვირაში მოერიდეთ ფულის ხარჯვას, გარიგებისას ყველა პუნქტს მიაქციეთ ყურადღება.
ქალწული - არ გირჩევთ ზედმეტ პირდაპირობას, დიპლომატიის ნაკლებობა შეგიქმნით პრობლემას.
სასწორი - აქტიური და ელეგანტური ხართ. შემოქმედებითი მუშაობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. სამართლიანი ხართ და ხიბლავთ გარშემომყოფებს თქვენი ინტელექტით. თუმცა ძალიან ენდობით ადამიანებს, გჭირდებათ მიწაზე დაეშვათ.
მორიელი - ყველაზე რთული პერიოდი გაქვთ, სიფრთხილე გმართებთ. გაღიზიანებული, აგრესიული იქნებით. ეჭვიანობა მატულობს, გააქტიურდებიან თქვენი ფარული მტრები.
მშვილდოსანი - კარგი პერიოდი კონტაქტებისა და ურთიერთობების დასამყარებლად. თუმცა იმდენად კარგად შეიძლება წარიმართოს საქმე, რომ ეიფორიამ მოიმატოს. სულსწრაფობა წამოვა წინ, რის გამოც შეიძლება შეცდომა დაუშვათ. მოუსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევას.
თხის რქა - იყავით ყურადღებით. თქვენი მისამართით ფარული მტრები, ინტრიგები და ჭორები გაძლიერდება. გინდათ ძალაუფლების ჩაგდება პირდაპირი გზებით, რაც შეიძლება გახდეს კოლეგებსა და ხელმძღვანელებთან დაპირისპირების მიზეზი. ამიტომ იყავით მეტად ტაქტიანი, დიპლომატიური. გრიპის ან ვირუსის ალბათობა იმატებს.
მერწყული - თქვენი დროა. თქვენი იდეები გასაგები იქნება გარშემომყოფებისთვის. თუმცა თქვენ ირგვლივ ეგზალტირებული მასაა. თქვენი იდეები დაამიწეთ, პრაგმატული ელფერი მიეცით. მომავლისთვის გათვლილი იდეა, ახლა არ იმუშავებს.
თევზები - ყველზე ფრთხილად თქვენ უნდა იყოთ, მოერიდეთ ალკოჰოლს და ნარკოტიკებს. შეიძლება მეგობრული ღალატის წინაშე აღმოჩნდეთ. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, ნუ ენდობით ადვილად ადამიანებს. პრაგმატულად იმოქმედეთ.
იხილეთ პროგნოზი ვრცლად