მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ,,წითელ დარბაზში“ თავი მოიყარა თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სადაც გაიმართა ღონისძიება ,,სკეჩები გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე“.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრი და თსსუ-ის დრამატული თეატრი ,,ჰიგია“.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ინსცენირებული სიუჟეტები ტრავმის, სისხლდენის, გულყრის, გველის ნაკბენის დროს. თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის წარმომადგენლმა, გიორგი კვიცინიძემ განიხილა თითოეული შემთხვევა, აუდიტორიას განუმარტა, თუ რა სახის ღონისძიებების ჩატარებაა დაუშვებელი და რა უნდა გაკეთდეს საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით.
მიღებული ცოდნის საფუძველზე დარბაზიდან მოწვეულმა მოხალისეებმა თავად სცადეს მულაჟებზე ლახტის სწორი დადებით სისხლდენების მართვა, ზედა სასუნთქი გზების უცხო სხეულისაგან გათავისუფლება და გულის არაპირდაპირი მასაჟი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.