სიახლეები
სიახლეები

„თუ საჭირო გახდება, რუსთავის N5 საჯარო სკოლაში მივალ“ - მიხეილ ბატიაშვილი
30-09-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, ის მზად არის რუსთავის N5 საჯარო სკოლაში მივიდეს.

როგორც ბატიაშვილმა მთავრობის რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტრო პრობლემის მოგვარებაში აქტიურად არის ჩართული.

„დილიდანვე ჩვენი სამინისტრო, არა მარტო დღევანდელ დღეს, ბოლო პერიოდი საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული, როგორც მანდატურის სამსახური, ასევე ფსიქოლოგები. ვიცით, რომ სამუშაო პროცესია და ჩართულობა სამინისტროს მხრიდან დღეს არ დაწყებულა. აქ არის საუბარი ბავშვებზე, საერთო ინტერესებზე და უნდა მივიდეთ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც იქნება ყველაზე სწორი. თუ საჭირო გახდა, მივალ. ჩემთვის ჩასვლა-არჩასვლა არ არის მთავარი, მთავარია ეს პრობლემა გადავწყვიტოთ. ღრმად ვართ პრობლემაში ჩახედული. საკითხი უნდა მოგვარდეს, მაგრამ არა განზოგადებით. გარწმუნებთ, რომ ეს საკითხი მოგვარდება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მშობლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ერთ-ერთი მე-6 კლასელი მოსწავლის სკოლიდან წასვლას მოითხოვენ. აღნიშნულის მიზეზი  მოსწავლესა და მასწავლებელს შორის მომხდარი ინციდენტია. როგორც რუსთავის N5 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი აცხადებს, მეექვსეკლასელმა მას ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა. მასწავლებელი ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკა „რუსთავში“ მოათავსეს.

იხილეთ ასევე: თუ ორშაბათიდან მე-6 კლასელი სკოლაში სიარულს განაახლებს, საპროტესტო აქციები გაგრძელდება - რა ხდება რუსთავის N5 საჯარო სკოლაში?!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება