მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილმა პედაგოგმა ნერო ჩემინავამ გადაწყვიტა გზა ახალგაზრდებს დაუთმოს.
პედაგოგი, რომელმაც სკოლაში 74 წელი იმუშავა საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის დაწესებულ ჯილდოზე გავიდა.
„ეს სათნო სახის ქალბატონი 74 წლის ნერო ჩემინავაა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილი პედაგოგი. 54 წელია ამ სკოლაში ასწავლის. მისთვის ყველა დღე განსხვავებული და ღირსშესანიშნავია. სკოლა მეორე ოჯახიაო იტყვის ხოლმე ხუთი სასახელო შვილის აღმზრდელი დედა. რაიონში ყველა იცნობს და პატივს სცემენ. თავად საკმაოდ მორიდებული და სათნო ქალბატონია. სიამოვნებს როცა ნერო მასწავლებლით მიმართავენ. მან გადაწყვიტა საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის დაწესებული ჯილდო აიღოს და გზა ახალგაზრდებს დაუთმოს. მადლობა ნერო მასწავლებელს დაუღალავი შრომისა და ათობით სასახელო ქართველი მამულიშვილების აღზრდისთვის. თავად დიდ მადლობას უხდის განათლების სამინისტროს ამ დამსახურებული ჯილდოსთვის და მშვიდობას, წინსვლას უსურვებს მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს