სიახლეები
ეტალონი

„იმედი მაქვს, „ეტალონში“ საუკეთესო მოსწავლე გაიმარჯვებს“ - დედოფლისწყაროში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
01-10-2019
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 26 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 8 ოქტომბერს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა:

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ეთერ დავითაშვილი:

„ეტალონის“ I-მა ეტაპმა საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. მოსწავლეები ძალიან მოტივირებულები არიან და მათი მოტივაცია სხვა მოსწავლეებსაც გადაედოთ. დედოფლისწყაროში „ეტალონის“ II ტურში 67 მოსწავლე მონაწილეობს. იმედი მაქვს, პროექტს ღირსეული გამარჯვებული ეყოლება. „ეტალონს“ მოსწავლეების ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ პროექტმა მოსწავლეებს მოტივაცია მისცა, მეტი იკითხონ, განვითარდნენ და ისწავლონ“.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი თამარ თამაზაშვილი:

„ჩემი აზრით, „ეტალონის“ ტესტირება გამჭვირვალედ და სწორად ჩატარდა. იმედი მაქვს, პროექტში საუკეთესო მოსწავლე გაიმარჯვებს. „ეტალონი“ მოსწავლეებს განათლების მისაღებად დიდ სტიმულს აძლევს, აღსაზრდელები ერთმანეთს ჯანსაღად ეჯიბრებიან, რაც საბოლოოდ კარგ შედებს განაპირობებს. პროექტი შესაძლებლობას იძლევა, რომ მოსწავლეები მეტად მიზანდასახულები გახდნენ“.

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა დირექტორი ეთერ ოთარაშვილი:

„ტესტირების II ტურში ჩვენი სკოლის 8 მოსწავლე მონაწილეობს. მოსწავლეთა გამოცდების შედეგებით  ნამდვილად კმაყოფილი ვარ. გასულ წელს ჩვენი სკოლის მოსწავლე რაიონის სკოლებს შორის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა. იმედი მაქვს, წელსაც კარგი შედეგი გვექნება. რაც შეეხება თვითონ პროექტს, ჩემი აზრით, „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია და მომავალი თაობის განათლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ეტალონი“ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მეტი იკითხონ და ცოდნა გაიღრმავონ“.

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ირინე თეთვაძე:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეების შედეგებით „ეტალონის“ ტესტირებაში კმაყოფილი ვარ. გასულ წელს, ჩვენმა მოსწავლეებმა „ეტალონის“ ტესტირებაში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს. იმედი მაქვს, წელსაც გვასახელებენ. თვითონ პროექტი „ეტალონი“ მოსწავლეებს ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობას აძლევს, აღსაზრდელები დაინტერესებულები არიან თავიანთი შედეგებით და შეცდომებსაც მეტად ითვალისწინებენ. ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი მოსწავლეებს ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ".

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი იაკობიშვილ-ჩერქეზიშვილი:

„მოსწავლეების ჩართულობა „ეტალონის“ ტესტირებაში საკმაოდ დიდი იყო, თუმცა ტესტირებაზე უკეთეს შედეგს ველოდი. ჩვენი სკოლის მოსწავლე, რომელმაც „ეტალონის“ I ტურში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა, საკმაოდ მოტივირებული და მოწესრიგებული მოსწავლეა და შემდეგ ეტაპზე მისი დიდი იმედი მაქვს. რაც შეეხება „ეტალონს“ ვფიქრობ, ის დაინტერესებულ მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას აძლევთ“.

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნათია პოპიშვილი:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეთა შედეგებით „ეტალონის“ ტესტირებაზე ნამდვილად კმაყოფილი ვარ. აღსაზრდელებმა ტესტირებაზე დამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენეს. იმედი მაქვს, ჩვენი სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ II ეტაპზე სხვა მოსწავლეებისთვის კონკურენციის გაწევას შეძლებენ. რაც შეეხება თვითონ პროექტს, „ეტალონი“  სკოლის აღსაზრდელებს შესაძლებლობას აძლევთ, მეტი იკითხონ და თავიანთი ცოდნა გაიღრმავონ. იმედი მაქვს, მოსწავლეები მომავალში უფრო მოტივირებულები გახდებიან და აღნიშნულ პროექტში მეტად ჩაერთვებიან“.

ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა დირექტორი მაია ხუნაშვილი:

„ეტალონის“ ტესტირების შედეგებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ტესტირებაში ეფექტური სააზროვნო კითხვები შედიოდა და მოსწავლეებმა მას თავი კარგად გაართვეს. ჩვენი სკოლის აღსაზრდელებმა „ეტალონის“ I ეტაპზე თავიანთი ცოდნა ეფექტურად გამოიყენეს. ამიტომ, „ეტალონის“ II ტურზე მათი დიდი იმედი მაქვს. ჩემი აზრით, „ეტალონი“ ცოდნის შესაჯამებლად, მოტივაციის ასამაღლებლად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს. სკოლაში აქტიურად ვიყენებთ izrune.ge-ს ტესტებს და იმედი მაქვს, აღნიშნულ პროექტში ჩვენი სკოლის ჩართულობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“.

ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მანანა ბიკაშვილი:

„მოსწავლეთა შედეგებით „ეტალონის“ ტესტირებაზე ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ჩვენი სკოლის 8 მოსწავლე გადავიდა II ტურში. დიდი იმედი მაქვს, შემდეგ ეტაპზეც კარგი შედეგები გვექნება და რაიონის ათეულში მოვხვდებით. „ეტალონი“ მოსწავლეებს ცოდნას, დროის მართვას უვითარებს, რადგან სკოლის აღსაზრდელები დროის ორგანიზებას ეჩვევიან. ვფიქრობ, მსგავსი ტესტირებები თანამედროვე მოსწავლეებს ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ“.

ფიროსმანის საჯარო სკოლა დირექტორი იოსებ ბიბინიძე:

„ეტალონის“ ტესტირებაში მოსწავლეთა შედეგებით მეტნაკლებად კმაყოფილი ვარ. სკოლის აღსაზრდელები, რომლებიც „ეტალონის“ II ტურში მონაწილეობენ, საკმაოდ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები არიან და მათი დიდი იმედი მაქვს.  „ეტალონის“ განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოში ყველამ იცის. იმისათვის, რომ უფრო განათლებული თაობა გვყავდეს, ვფიქრობ, „ეტალონის“ მსგავსი პროექტები ჩვენს ქვეყანაში ბევრი უნდა იყოს“.

ფიროსმანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლეილა ტარიელაძე:

„მოსწავლეთა ტესტირების შედეგებით „ეტალონში“ ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ჩვენი სკოლის 2 მოსწავლე „ეტალონის“ II ეტაპზე მონაწილეობს. რაც შეეხება II ტურს, ჩვენი მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან ტესტირებისთვის და 8 ოქტომბრის მოსვლას მოუთმენლად ელიან. ჩემი აზრით, „ეტალონი“, ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული პროექტია და მოსწავლეები აღნიშნული პროექტით დაინტერესებული არიან. „ეტალონი“ მოსწავლეებს ცოდნის გასაღრმავებლად დიდ მოტივაციას აძლევს“.

ასევე იხილეთ: დედოფლისწყაროს მოსწავლეთა საყურადღებოდ

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება