მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტში 26 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.
II ტური 9 ოქტომბერს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა:
თელავის მერიის წარმომადგენელი ფიქრია ყუშიტაშვილი:
„უკვე წლებია, ეს პროექტი ახალგაზრდებისთვის ტრადიციად იქცა. ჩვენი მოსწავლეები „ეტალონში“ ხალისით და სიამოვნებით ერთვებიან. პროექტი გათვლილია ყველაზე მიზანსწრაფულ, მოტივირებულ განათლებული ახალგაზრდებზე, რომელთა მთავარი პრიორიტეტია ცოდნა. „ეტალონს“ ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და ჩვენ ყოველთვის ველოდებით აქტიურ ჩართულობას ახალგაზრდებისგან. წარსულში გვქონია იმის გამოცდილებაც, რომ თელავი იყო „ეტალონი“ ქალაქი და შესაბამისად, ჩვენი საბოლოო მიზანიც ეს არის, ჩვენი ქალაქი ამ პროექტში ლიდერი აღმოჩნდეს“.
თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლევან მრელაშვილი:
„წელს „ეტალონში“ საკმაოდ მაღალი აქტივობა იყო, თითქმის მასიურად იყვნენ ბავშვები ჩართული პროეტში. შედეგად, პირველ ტურში 70-ზე მეტი გამარჯვებული გვყავს. მეორე ტური 9 ოქტომბერს, 3 საათზე წინანდლის კულტურის სახლში შედგება და იმედი გვაქვს, სასურველ შედეგებს ვუჩვენებთ. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობისთვის, რადგან მათი ერუდიციისა და ცოდნის დონის ამაღლებას ემსახურება. პროექტში ჩართულობის შედეგად, ბავშვებს უვითარდებათ სწრაფვა, რაც შეიძლება მეტი გაიგონ და ისწავლონ, რაც შემდგომ მათ ზოგად განვითარებაში უწყობთ ხელს“.
თელავის N5 საჯარო სკოლის დირექტორი ლია ლეშკაშელი:
„ძალიან მოგვწონს პროექტი და ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ „ეტალონში“. პატარაა ჩვენი სკოლა, მოსწავლეთა რაოდენობაც მცირეა, მაგრამ პროცენტულად რომ შევადაროთ, ძალიან ბევრი ბავშვი ჩაერთო წელს „ეტალონში“ და შედეგებიც შესანიშნავი გვაქვს. გასულ წლებში ფინალისტი და მეორე ადგილზე გასული ბავშვებიც გვყოლია და გვაქვს სურვილი, წელსაც ასეთივე შედეგი ვაჩვენოთ. დიდი მოლოდინი გვაქვს, ისევ პირველ ადგილზე გასვლა გვინდა“.
თელავის N5 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი:
„წლევანდელმა შედეგებმა უკვე განმაცვიფრა. სამი წელია „ეტალონის“ პედაგოგი ვარ და ვფიქრობ, საკმაო გამოცდილება დამიგროვდა ამ მხრივ, მაგრამ მაინც, თვალებს არ ვუჯერებდი, როცა ჩვენი მოსწავლის ასპროცენტიანი შედეგი ვნახე, ტესტი სამჯერ გადავამოწმე და დავითვალე. გვყავს ასევე, 87-ქულიანი, 85-ქულიანი ბავშვები 75-ქულიანები, პროცენტულად მაღალი შედეგები გვაქვს. მთელი წლის განმავლობაში ვემზადებით პროექტისათვის, მაქვს წინასწარ გაწერილი სამუშაო გეგმა, როგორ და რა გავიაროთ. წლევანდელმა შედეგებმა ძალიან გამახარა“.
გულგულის საჯარო სკოლის დირექტორი ლია მოსიაშვილი:
„მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ პროცესში და შედეგებიც, შესაბამისად, კარგი გვქონდა, რადგან მზაობა იყო ამისათვის. გვყავს მაღალქულიანი მოსწავლეები, რაც ძალიან სასიხარულოა. პროექტი მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ინფორმაციულ-შემეცნებითი თვალსაზრისით და ბავშვების ცოდნისა და ზოგადი ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს“.
გულგულის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ელზა თანდილაშვილი:
„ძალიან კარგი პროექტია. ჩემი შვილიც, როცა მოსწავლე იყო, მონაწილეობდა „ეტალონში“, ერთხელ ტელევიზიაშიც ვიყავით, რაც ძალიან დიდი სტიმული იყო მისთვის, შემდეგ კი, რაიონში დაჯილდოვდა 500- ლარიანი ბიბლუსის ვაუჩერით. ძალიან მიყვარს ეს პროექტი და სიამოვნებით ვთანამშრომლობთ. ბავშვები ხალისით იღებენ მონაწილეობას. შედეგებიც, შესაბამისად, ძალიან კარგი გვქონდა. უმეტესობამ გადალახა პირველი ეტაპი, ისეთმა ბავშვებმაც კი გამოავლინეს ცოდნა, ვისგანაც ამას ნაკლებად ველოდით“.
კურდღელაურის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი მუმლაური:
„პირველ ეტაპზე ჩვენი სკოლის 46-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, აქტივობა ნორმალური იყო, რადგან ჩვენ მაღალ კლასებში მოსწავლეთა მცირე კონტინგენტი გვყავს და ფაქტობრივად, მაქსიმალური ჩართულობა იყო, ველოდებით სასურველ შედეგებს შემდეგ ტურზე“.
კურდღელაურის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი გულნაზი რინკიაშვილი:
„მაქსიმალურად ყველა ბავშვი იყო ჩართული პროექტში, ტესტირება მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და ზუსტად ვიცი, რომ შემდეგ ეტაპზე რამდენიმე მოსწავლე გადავა. „ეტალონი“ განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტია საგანმანათლებლო სივრცეში და დიდი ხელშეწყობაა მოსწავლეების ერუდიციის გასავითარებლად“.
კურდღელაურის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ქეთევან ნინოშვილი:
„ძალიან კმაყოფილი გამოვედი ტესტირებიდან, როცა დავინახე, ბავშვები როგორი მონდომებით მუშაობდნენ. შესაბამისად, მოლოდინიც დიდი გვაქვს და იმედი მაქვს, რამდენიმე ბავშვი აუცილებლად გადალახავს მეორე ტურსაც“.
კურდღელაურის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ცირა გოდერძიშვილი:
„აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტში ჩვენი მოსწავლეები. ზოგადად, ბავშვებს ასეთი აქტივობები აინტერესებთ. დღეს ხომ სხვანაირი მიდგომები გვაქვს! „ეტალონი“ ბავშვების ინტელექტუალური განვითარებისთვის, უმნიშვნელოვანესი პროექტია, რაც მოზარდებს ურთიერთთანამშრომლობით უნარებს უყალიბებს, ლიდერობისკენ სწრაფვას უვითარებს, უფრო მეგობრულები ხდებიან და საკუთარ შესაძლებლობებსაც რეალურად აფასებენ“.
ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა ბოჭორიშვილი:
„ჩვენმა მოსწავლემ, ანი ავაქაშვილმა, შარშან კახეთის მასშტაბით გაიმარჯვა და შესაბამისად, წელსაც დიდი მოლოდინები გვაქვს. სურვილი გვაქვს, ისევ ჩვენი ბავშვი იყოს გამარჯვებული. „ეტალონს“ ძალიან დიდი სტიმული და მუხტი შეაქვს მოსწავლეებში, აძლევს მოტივაციას, მეტი იკითხონ, მეტ დამატებით ინფორმაციას გაეცნონ და კიდევ მეტი იმეცადინონ, რადგან ხვდებიან, რომ სწავლას და დამატებით ძალისხმევას, ნამდვილად მოაქვს წარმატებები და აღიარება“.
ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მარიამ მჭედლიშვილი:
„ეტალონი“ საუკეთესო პროექტია მოსწავლეთა ინტელექტუალური დონის ასამაღლებლად. ჩვენი სკოლა ყოველთვის ცდილობს, მასში შეძლებისდაგვარად ჩაერთოს. წელს ჩვენი მოსწავლეების ჩართულობით და შედეგებით არ ვართ უკმაყოფილო და იმედი გვაქვს, სამომავლოდ უკეთეს შედეგებს ვაჩვენებთ“.
შეგახსენებთ, რომ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი, სასწავლო წლის ბოლოს, მესამე ეტაპით - გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ასევე იხილეთ: თელავის მოსწავლეთა საყურადღებოდ
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე