მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხიარული სტარტების ეროვნულ ფედერაციასთან ერთად, გლობალური პროგრამის ''ჯანმრთელი ბავშვების'' ფარგლებში, ახორციელებს პროექტს ''მხიარული გაკვეთილები კვებაზე''.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სასკოლო ასაკის ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, პოპულარიზაცია გაუწიოს ჯანსაღი კვების, ჰიგიენის, ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობას სხვ.
პროექტის ფარგლებში შემუშავებული მასალა უფასოდ გადაეცემა ყველა ბენეფიციარს, კერძოდ: II და III კლასის მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოები, რომლებიც მოიცავს გაკვეთილებს, ვიქტორინებსა და სავარჯიშოებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. II და III კლასის დამრიგებლებისთვის მეთოდური სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს ინფორმაციას გაკვეთილებისა და ვიქტორინების ჩატარების შესახებ; ასევე ვიზუალური, შემეცნებითი მასალა გადაეცემა მშობლებს.
პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება ტრენინგები პედაგოგებისთვის, პროგრამის მიმდინარეობის მონიტორინგი, მცირემასშტაბიანი კვლევა მოსწავლეთა და მშობელთა ცოდნის დონის შესაფასებლად ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპებზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე