სიახლეები
ეტალონი

„ეტალონმა“ მოსწავლეები წიგნისაკენ მოაბრუნა“ - ყვარელში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
02-10-2019
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტში 1 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 16 ოქტომბერს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა:

ყვარლის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ქეთევან ჭიპაშვილი:

„მოსწავლეთა აქტივობა „ეტალონის“ I ეტაპზე საკმაოდ დიდი იყო. შესაბამისად, მოსწავლეები ტესტირების შედეგებით კმაყოფილები არიან. იმედი მაქვს, წელს გასულ წელთან შედარებით, უკეთესი შედეგები გვექნება. „ეტალონი“ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, წიგნში ნასწავლი პრაქტიკაში გამოიყენონ, პროექტი მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს, სხვისი წარმატების სიხარულს ასწავლის. ამიტომ, „ეტალონს“ მოსწავლეების ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება“.

ყვარლის მერიის წარმომადგენელი მარიამ შეყელაძე:

„ეტალონის“ I-მა ტურმა ძალიან ორგანიზებულად და კარგად ჩაიარა. პროექტი ყველას ძალიან გვიყვარს და მიხარია, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეები „ეტალონის“ ტესტირებაში ასე აქტიურად მონაწილეობენ. მიმაჩნია, რომ „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის დიდი სტიმულია. ის მათ თავიანთი ცოდნის ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება. ტესტირების შემდეგ ტურში ყველა მოსწავლეს წარმატებებს ვუსურვებ“.

სარუსოს საჯარო სკოლის დირექტორი ლალი კოჭლამაზაშვილი:

„ვფიქრობ, „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია და მისი მსგავსი პროექტები ბევრი უნდა იყოს, რადგან მოსწავლეთა სწავლის ხარისხსა და მოტივაციას მნიშვნელოვნად ამაღლებს“.

სარუსოს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაკა მანძულაშვილი:

„ჩვენი მოსწავლეები ძირითადად ლეკები არიან და შეძლებისდაგვარად ჩართულები არიან პროექტში. ვფიქრობ, „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია და მისი მსგავსი პროექტები ბევრი უნდა იყოს“.

კუჭატნის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მელქოშვილი:

„ეტალონის“ ტესტირებაზე მოსწავლეთა შედეგებით კმაყოფილი ვარ. ტესტი რთული არ იყო და მოსწავლეებმა გამოცდებიდან ბევრი რამ ისწავლეს. 2 წლის წინ ჩვენი სკოლის მოსწავლე რაიონში „ეტალონის“ გამარჯვებული გახდა და წელსაც წარმატებულ შედეგებს ველოდებით. „ეტალონი“ მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად მნიშვნელოვანი პროექტია და ის ყველას ძალიან  უყვარს“.

კუჭატნის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი დავით თედეიშვილი:

„მოსწავლეთა შედეგებით „ეტალონის“ ტესტირებაზე კმაყოფილი ვარ. მიმაჩნია, რომ „ეტალონი“ საუკეთესო პროექტია და ჩვენი სკოლის მოსწავლეები ამ პროექტში ყოველთვის ჩართულები არიან“.

თივის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ხატიაშვილი:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ ტესტირებით კმაყოფილები არიან. II ეტაპზე სკოლის 5 მოსწავლე მონაწილებს და გამოცდაზე მათი დიდი იმედი მაქვს. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, ვფიქრობ, ის საგანმანათლებლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას მნიშვნელოვნად ზრდის“.

თივის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაკა ტურიაშვილი:

„მოსწავლეები ეტალონის“ I ეტაპის შედეგებით კმაყოფილები არიან და შემდეგ ტურში მათი დიდი იმედი მაქვს. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია და ის მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში ეხმარება“.

ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მზია კორაშვილი:

„ეტალონის“ ტესტირებაზე მოსწავლეების შედეგებით კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს, ისინი II ეტაპზეც კარგ შედეგებს აჩვენებენ. ვფიქრობ, „ეტალონი“ მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას აძლევს და მოტივაციასაც ამაღლებს“.

ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ია ჟონჟოლაძე:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა  I ტურში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს. მათი თქმით, ტესტი საკმაოდ მარტივი იყო, შესაბამისად, მისი დაწერა მოსწავლეებს არ გასჭირვებიათ. იმედი მაქვს, ჩვენი მოსწავლეები II ტურს თავს წარმატებით გაართმევენ. „ეტალონში“ მოსწავლეებიც და პედაგოგებიც დიდი მონდომებით ერთვებიან. აქედან გამომდინარე, მივესალმები ამ პროექტს“.

ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ ცერცვაძე:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მოლოდინი გაამართლეს. სკოლა „ეტალონში“ ყოველთვის ჩართულია. შესაბამისად, ამ პროექტში ჩვენი მოსწავლეების შედეგებიც ყოველთვის საუკეთესოა. „ეტალონმა“ მოსწავლეები წიგნისაკენ მოაბრუნა, აღსაზრდელები „ეტალონის“ დახმარებით დამატებით ლიტერატურას კითხულობენ, თანამედროვეობას ეცნობიან და მრავალმხრივ განათლებას იძენენ“.

ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მარიამ ცერცვაძე:

„ეტალონის“ I ტურში უკეთეს შედეგს ველოდი. იმედი მაქვს, შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებს წარმატებული შედეგები ექნებათ. „ეტალონში“ მონაწილეობის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და პროექტში მოსწავლეებიც სულ უფრო კარგ შედეგებს აჩვენებენ“.

ასევე იხილეთ: ყვარლის მოსწავლეთა საყურადღებოდ

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება