„წარმატებულ შედეგებს ველოდებით“ - კუჭატნის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა
03-10-2019
დაკოპირებულია
-
+
ყვარელის მუნიციპალიტეტის კუჭატნის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.
„მოსწავლეთათვის ტესტები რთული არ იყო. მათ ბევრი რამ ისწავლეს და ტესტირების გამოცდილებაც მიიღეს. 2 წლის წინ ჩვენი სკოლის მოსწავლე რაიონში „ეტალონის“ გამარჯვებული გახდა და წელსაც წარმატებულ შედეგებს ველოდებით. „ეტალონი" მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად მნიშვნელოვანი პროექტია და კუჭატნის სკოლის მოსწავლეები ამ პროექტში მომავალშიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. სკოლაში პირველი ეტაპის ტესტირებას ორგანიზება „ეტალონის“ პედაგოგმა გაუწია.
აღსანიშნავია, რომ ახალ სასწავლო წელს პირველად „ეტალონი“ სკოლებს პირველი ეტაპის ტესტირების 2 მეთოდს სთავაზობს: ონლაინ ან ნაბეჭდი ტესტირების სახით. ტესტირების მეთოდს კი თავად სკოლა არჩევს.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ