კოკოტაურის საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს
03-10-2019
დაკოპირებულია
-
+
ქედის მუნიციპალიტეტის კოკოტაურის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს.
პედაგოგებს - ნატო შაინიძეს და ხათუნა მახარაძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. ნატო შაინიძე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი, ხოლო ხათუნა მახარაძე მათემატიკის მასწავლებელია.
უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ხათუნა კონცელიძემ, დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ნაზი გოლომანიძემ და ბიოლოგიის მასწავლებელმა შორენა თავართქილაძემ.
„კოკოტაურის საჯარო სკოლა ეკუთვნის მაღალმთიან რეგიონის სკოლას. სკოლა საბაზო საფეხურისაა და დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 15 პედაგოგი. სკოლა ფეხს უწყობს თანამედროვე ტენდენციებს და თავისი პედადოგების პროფესიული განვითარებისათვის ზრუნავს. დღეის მდგომარეობით კოკოტაურის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში, სტატუსი აიმაღლეს და უფროსი და წამყვანი პედაგოგები გახდნენ“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე განცხადებით, არიან პედაგოგები, რომლებიც შემდგომ წინსვლას და სტატუსის ცვლილებას ელოდებიან.
წამყვანის სტატუსს ელოდებიან ისტორიის მასწავლებელი ციური მახარაძე და დაწყებითი კლასების მასწავლებელი დარიკო დუმბაძე.
უფროსი მასწავლებლის სტატუსს ელოდებიან ფიზიკის მასწავლებელი ნოდარ კონცელიძე და ინგლისური ენის მასწავლებელი ზვიად მამუჭაძე.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი პედაგოგებს ულოცავენ ამ მიღწევებს და კიდევ უფრო მეტ წინსვლას უსურვებენ.