სიახლეები
სიახლეები

ვინ არიან ბავშვები, რომელთა ფოტომ ინტერნეტში ათასობით მოწონება დაიმსახურა
03-10-2019
-
+


12 ათასზე მეტი მოწონება, 2 ათასზე მეტი გაზიარება და 500-ზე მეტი კომენტარი - ასე გამოისახება ციფრებში ის გამოხმაურება, რომელიც ქვეშეთში მცხოვრები ბავშვების ფოტოს მოჰყვა. ფოტო მინაწერით „მთიული და-ძმა სკოლისკენ“ ერთ-ერთ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. ფოტოს ავტორად მითითებულია გიორგი ნადირაშვილი.

როგორც ირკვევა, თავიდან გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია და ბავშვები და-ძმა არ არიან, ისინი თანასოფლელები არიან. ფოტოზე დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე მარიამ ნარიმანიძე და მეორეკლასელი ბექა ბუჩუკური არიან.

მთიული პატარები რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის გადამღებმა ჯგუფმა ფილმში გადსაღებად შეარჩია და სასცენო ფორმაში გამოწყობილები ერთ დღეში პოპულარულებიც გახადა. ფილმში, რომელსაც ცნობილი ქართველი რეჟისორი იღებს, არის სცენა, სადაც მთავარი გმირი თავის ბავშვობას იხსენებს. ანა და ბექა რეჟისორმა, სავარაუდოდ, ამ გმირის მოგონებების გასაცოცხლებლად აირჩია.

„ასეთი მოჩაჩული ბავშვები კი არა გვყავს, ასე როლის გამო ჩააცვეს!“ - აღნიშნა etaloni.ge-სთან კომენტარში დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის საჯარო სკოლის დირექტორმა მარინე ქარუმიძემ. მისი თქმით, სკოლის ეზოში მოთამაშე ბავშვებიდან, გადამღებმა ჯგუფმა ეს გოგონა და ვაჟი შეარჩია, სავარაუდოდ იმის გამო, რომ ორივე მათგანი პუტკუნაა:

„რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი იღებს ფილმს მეზობელ სოფელ ხადაში. ვფიქრობ, საინტერესო ფილმი უნდა იყოს. როცა გადამღები ჯგუფი მოვიდა, ბავშვები ეზოში თამაშობდნენ, რამდენიმე მათგანი შეარჩიეს და გადასაღებ მოედანზე წაიყვანეს. ბექა და მარიამი ალბათ იმის გამო მოეწონათ, რომ ორივე პუტკუნაა. საინტერესო ფოტოები გამოვიდა, ბავშვებმაც გაიხარეს. როგორც გავიგეთ, მთავარი გმირი იხსენებს თავის ბავშვობას და იმ როლისთვის შეარჩიეს ჩვენი ბავშვები. განა ასეთი მოჩაჩული ბავშვები გვყავს? - ასე ეპიზოდისთვის ჩააცვეს, ძველ დროში მიმდინარეობს მოქმედება და ალბათ, იმიტომ! ზამთარში ისევ დაგვჭირდება ეს ბავშვებიო, გვითხრეს“.

ნინო ზაქაიძე, ბექას დედა:

„სკოლაში იყვნენ ბავშვები, როცა მოვიდა შეტყობინება, რომ ბავშვები სჭირდებოდათ ფილმში გადასაღებად. ჩემი სამივე შვილი გადასაღებ მოედანზე წაიყვანეს, და-ძმა არც ფილმში არიან ეს ბავშვები და არ ვიცი რატომ გაავრცელეს, ვითომ და-ძმის როლში იღებდნენ. როგორც ვიცი, ფილმში ორ ბიჭს ერთი გოგონა უყვარს, ეს შეყვარებულები ჩამოდიან კიბეზე და ჩვენი ბავშვები მათ უყურებენ. დღესაც ისევ გადაღებაზე არიან წასული, ისეთი გახარებული და კმაყოფილები არიან, დაღლაც არ შემიმჩნევია მათთვის.“

ანა ნარიმანიძე, მარიამის დედა:

„გადამღები ჯგუფი იყო სკოლაში და ნახეს ბავშვები, გუშინ დამირეკეს და მითხრეს, რომ მარიამი უნდა წაეყვანათ. გაუხარდა ძალიან და მთელი დღე მხიარულებასა და თამაშში გაატარა, დამხმარე ექთანია ფილმში, როგორც ვიცი. რადგან ორივე ბავშვი პუტკუნაა, თავიდან  და-ძმა ეგონათ, მაგრამ მეზობლები ვართ“.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

სიახლეები
საზოგადოება