მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აქვს თუ არა სკოლას მოსწავლის გარიცხვის უფლება? - etaloni.ge დაინტერესდა, რა წერია საქართველოს კანონმდებლობაში.
როგორც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ვკითხულობთ, სკოლიდან მოსწავლის გარიცხვის უფლება აქვს დისციპლინარულ კომიტეტს. დისციპლინარული კომიტეტი გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრის საშუალებით იღებს.
კანონის მიხედვით, სკოლიდან გარიცხულ მოსწავლეს უფლება აქვს, სწავლა სხვა სკოლაში განაგრძოს.
ამასთან, დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა მიიღოს ზომები ყველა მოსწავლის, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, აგრეთვე სკოლიდან გარიცხული მოსწავლეების მიერ ზოგადი განათლების მისაღებად. კანონის მიხედვით, სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულება, ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის დებულება.
სკოლიდან გარიცხული მოსწავლეების მიერ ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად ზომები აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ უნდა მიიღოს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა