მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქალაქ ბათუმის მერიამ, ბათუმელი მოსწავლეებისთვის, ახალგაზრდული ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსი „სიტყვის კონა“ დაგეგმა. მე-7 - მე-12 კლასების მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ ლიტერატურულ ასპარეზობაში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ენის თვითმყოფადობის შენარჩუნებას და ახალგაზრდა თაობებში ქართული ენის ლექსიკური მარაგისა და განმარტებით ლექსიკონთან მუშაობის უნარების განვითარებას.
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება „ეტალონის“ პრინციპებით - პირველი ეტაპი სკოლებში ტესტირებაა, რომელიც 10 ოქტომბერს შედგება. პირველი ეტაპის შედეგებით კი მეორე ეტაპზე - ფინალში გადასული მოსწავლეები გამოვლინდებიან. მეორე ეტაპი - ფინალი ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში გაიმართება.
კონკურსის თემატიკაა სულხან-საბა ორბელიანის ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი „სიტყვის კონა“ და მასში მონაწილეობის მიღება ბათუმის ნებიემიერ სკოლის მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეუძლიათ.
როგორც etaloni.ge-სთან ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი ია შალამბერიძე აღნიშნავს, კონკურსში მონაწილეობის სურვილი საკმაოდ ბევრმა ახალგაზრდამ გამოთქვა და მათი ზუსტი რაოდენობა პირველ ეტაპზე გახდება ცნობილი:
- კონკურსში მონაწილე მოსწავლეებმა სულხან-საბას „სიტყვის კონის“ შესაბამისად, 20 კითხვას უნდა გასცენ პასუხი და 4 სავარაუდო პასუხიდან სწორი პასუხი უნდა ამოიცნონ. მეორე ეტაპზე - ფინალში კონკურსის პროცესის სრული გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად, გამოყენებული იქნება სპეციალური ტექნიკური საშუალებები, პლანშეტები, სადაც თითოეული მოსწავლე ინდივიდუალურად დააფიქსირებს საკუთარ პასუხს. კონკურსის მსვლელობისას სპეციალური პროგრამის გამოყენებით, აღრიცხული იქნება სწორი პასუხები, სისწრაფესაც ექნება მნიშვნელობა. ვინც უფრო სწრაფად და სწორად გასცემს პასუხს მეტ შეკითხვას, ის გახდება გამარჯვებული. ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი ამ ღონისძიებაზე და ტენდერში გამარჯვებული კომპანია არის სწორედ შპს „ეტალონი-მედია ჯგუფი“, რომელიც კონკურსის ორგანიზებას და ჩატარებას უზრუნველყოფს.
კონკურსის გამარჯვებულთათვის ბათუმის მერიის სახელით განსაზღვრულია საპრიზო ფულადი ჯილდოები და პრიზები. კონკურსის ფინალურ ეტაპზე პირველ ადგილზე გასული მოსწავლე 1500 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული - 1000 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასული კონკურსანტი – 500 ლარით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ბათუმელმა მოსწავლეებმა უნდა მიმართონ სკოლის დირექციას, ან დაუკავშირდნენ პროექტის კოორდინატორს: 577 36 99 45
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე