მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მთავრობა ძიძების პროფესიული სტანდარტების შემუშავებას იწყებს. აღნიშნული დებულება მზად 2020 წლის პირველი მარტისთვის უნდა იყოს.
„ბავშვთა უფლებათა კოდესის“ მიხედვით, ბავშვის მომვლელისთვის (ძიძისთვის) სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იქნება. ამასთან, ბავშვის მომვლელს უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი მხარდაჭერა, სოციალური მუშაკისგან ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტებს, აგრეთვე მომვლელის (ძიძა) ნებაყოფლობითი სერთიფიცირების წესს და მომვლელის საქმიანობის სამართლებრივ საფუძლებს განსაზღვრავს დებულება „ბავშვის დაცვის და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. აღნიშნული დებულება 2020 წლის 1 მარტამდე შემუშავებული და დამტკიცებული უნდა იყოს.
რაც შეეხება ძიძების სერტიფიცირების პროცესის ორგანიზებას, „ბავშვთა უფლებათა კოდექსის მიხედვით, აღნიშნულზე პასუხისმგებელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო