მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით მესტიის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „მესტიის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
ღონისძიებას მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნელი ნავერიანი, მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ნიგურიანი, მესტიის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან ხარჯიანი, მერიის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნელი ნავერიანმა „ეტალონის“ როლსა და მის სამომავლო პოზიტიურ შედეგებზე ისაუბრა:
„ჩემი აზრით, „ეტალონი“ უკონკურენტოა, რაც აბსოლუტურად ბატონი გოჩას დამსახურებაა. პროექტის სახით დიდი საქმე კეთდება, რომლის შედეგსაც წლების განმავლობაში დავინახავთ. დღეს ჩვენ რა პროცესსაც ვადევნებთ თვალს უმნიშვნელოვანესია, რადგან „ეტალონი“ ამკვიდრებს თვითდაჯერებულობას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მთლიანად „ეტალონის“ კოლექტივს და მის ლიდერს ბატონ გოჩას. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“.
მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დარეჯან ნიგურიანმა ხაზი გაუსვა იმ პოზიტიურ შედეგებს, რომლებიც „ეტალონს“ მოსწავლეების აღზრდა-განათლების პროცესში მოაქვს:
„ეტალონმა“ დაწყების დღიდან, ჩვენს მუნიციპალიტეტში ბედნიერება შემოიტანა. მე ამ პროექტით ვხედავ მთელი სისტემის ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებას. ყველა მონდომებულია, რომ იყოს მისი სკოლა გამარჯვებული და წარმატებული. რა თქმა უნდა, კონკურენცია ზრდის სწავლის სურვილს. ჩვენი მისიაც ხომ წიგნიერი ახალგაზრდის აღზრდაა. ყოველწლიურად ჩვენს მუნიციპალიტეტში „ეტალონში“ მონაწილე ბავშვების რაოდენობა მატულობს. პროექტმა უკვე ბევრჯერ გაგვახარა, რითაც უბედნიერესი ადამიანი ვარ“.
მესტიის მერიის ადმინისტრაციის უფროსის ქეთევან ხარჯიანის თქმით, „ეტალონი“ ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება:
„ეტალონის“ როლი უმნიშვნელოვანესია. ის ემსახურება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტი ამ პროექტს მასპინძლობს. „ეტალონთან“ ერთად ჩვენს მუნიციპალიტეტში ცოდნის დღესასწაული მოდის. ჩვენთვის ამ პროექტის მობრძანება სახალხო დღესასწაულის დონეზეა. ბატონი გოჩა კი ყოველწლიურად სიახლეებს გვთავაზობს. დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში განათლება ყველა მძლავრი იარაღია, რითაც ჩვენი ერი შეძლებს საკუთარი ადგილის დამკვიდრებას მსოფლიო რუკაზე. მე, როგორც მშობელი, ვურჩევ ყველას ჩართონ შვილები პროექტში და არ წაართვან ბავშვებს განვითარების უნიკალური შანსი“.
მესტიის ბეჩოს საჯარო სკოლის დირექტორმა მერი ჟორჟოლიანმა „ეტალონში“ მონაწილე ყველა მოსწავლეს წარმატება უსურვა:
„ჩვენ მივესალმებით ბატონი გოჩას პროექტ „ეტალონს“. დღეს ჩვენმა სკოლამ უდიდეს წარმატებას მიაღწია და უბედნიერესი ვარ. ზოგადად, ძალიან მონდომებული სკოლა ვართ და მოლოდინებიც გაგვიმართლდა. ასევე, ვულოცავ ყველა მონაწილეს წარმატებას და ვუსურვებ წინსვლას ცხოვრების განმავლობაში. მოვუწოდებ ყველას, რომ მიიღონ მონაწილეობა და წარმატებით გამოწვეული სიხარული გაიზიარონ“.
ბეჩოს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგმა რეზო ხორგუანმა „ეტალონის“ ავტორს გოჩა ტყეშელაშვილს მადლობა გადაუხადა:
„ჩვენ რამდენიმე წელია პროექტში ვიღებთ მონაწილეობას და უღრმესი მადლობა მინდა ბატონ გოჩას გადავუხადო, რათა მან ასეთი სტიმული მისცა ბავშვებს. „ეტალონი“ ბავშვებს აძლევს საშუალებას, რომ მათ მიიღონ განათლება და მოახდინონ თვითრეალიზება. მე ყველა მოსწავლეს ვურჩევდი ჩაერთონ, რათა ინტელექტუალური შესაძლებლობები განავითარონ“.
„მესტიის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ბეჩოს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ მარიამ შამფრიანმა მოიპოვა:
„პირველი ადგილის გამოცხადების დროს, როდესაც ჩემი გვარი გამოაცხადეს, უბედნიერეს ადამიანად ვიგრძენი თავი. პროექტ „ეტალონმა“ მომცა გამოცდილება და თვითდაჯერებული გამხადა. ჩემს თანატოლებს ვურჩევდი, რომ ისწავლონ ძალიან ბევრი და ეტალონის ყველა პროექტში მიიღონ მონაწილეობა“.
შეჯიბრში გამარჯვებულმა „მესტიის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელსაც ტრადიციულად საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. „ეტალონის“ მიმდინარე სეზონი კი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ასევე იხილეთ:
მესტიის მოსწავლეთა საყურადღებოდ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე