მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
8 ოქტომბერს ქუთაისში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2019-2020 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდება.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ჩემპიონატში ჩართული ქუთაისის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა უკვე ინფორმირებულია.
ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად სკოლებში ჩატარდება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია.
ახალ სასწავლო წელს პირველად „ეტალონი“ სკოლებს პირველი ეტაპის ტესტირების 2 მეთოდს სთავაზობს: ონლაინ ან ნაბეჭდი ტესტირების სახით. ტესტირების მეთოდს კი თავად სკოლა არჩევს.
პირველი ეტაპის ტესტირებას თითოეულ სკოლაში „ეტალონის“ პედაგოგები უწევენ ორგანიზებას - არეგისტრირებენ და ამზადებენ ტესტირებისათვის მოსწავლეებს, აკვირდებიან ტესტირების პროცესს და აფასებენ მოსწავლეთა შედეგებს.
II ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე, ვინც გადალახავს მინიმალურ ქულათა ბარიერს „ეტალონისგან“ სპეციალური სერთიფიკატით დაჯილდოვდება.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. მესამე ეტაპით კი - კონკურსი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ფიზიკაში ევროპის ოლიმპიადას (EuPhO 2024) წელს საქართველო მასპინძლობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ამამლოს საჯარო სკოლის დირექტორი მადონა უდესიანი პასუხობს
„მოსწავლის სიყვარული ნიშნავს ხედავდე მასში ცალკეულ პიროვნებას, ითვალისწინებდე მის გრძნობებს, ემოციებს“
ფარის საჯარო სკოლის დირექტორი გულო ვიბლიანი ერთადერთ კურსდამთავრებულს ეროვნულ გამოცდებზე გულშემატკივრობს
საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა