სიახლეები
სიახლეები

მაგისტრანტებს გრანტის მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის ვადა 9 ოქტომბრის ჩათვლით აქვთ
07-10-2019
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლის მაგისტრანტებს მიმართავს თუ სად და როდის უნდა გააკეთონ განაცხადი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად.

ცენტრის ცნობით, თუ მაგისტრანტს ჩაბარებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ორ ან რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მისი დაფინანსება ხდება აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს შორის განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.

პრიორიტეტის დადგენის მიზნით, შესაბამისი წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით მაგისტრანტი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგენს განცხადებას, რომელშიც უთითებს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ჩამონათვალს პრიორიტეტების მიხედვით.
 
თუ მაგისტრანტი არ წარადგენს განცხადებას, ცენტრში 9 ოქტომბრის ჩათვლით აპლიკანტის მიერ პრიორიტეტის დადგენის მიზნით, მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისათვის აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში ხორციელდება იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელზეც შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მეტი თანხა განაწილდა.

იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში თანაბარი თანხა განაწილდა, მაშინ აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში განხორციელდება ცენტრის მიერ განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებაზე. 
 
თუ მაგისტრანტი ვერ მოიპოვებს გრანტს მის მიერ განცხადებაში მითითებულ პირველ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მაშინ მისი დაფინანსების საკითხი განიხილება განცხადებაში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე და ა. შ. მაგისტრანტის მიერ განცხადებაში მითითებულ რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე გრანტის მოპოვების შემთხვევაში, განცხადებაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე მისი დაფინანსების საკითხი არ განიხილება.
 
მაგისტრანტი, რომელიც შესაბამის წელს ჩაირიცხება ორი ან რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია შესაბამისი წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი. განცხადების წარდგენის გარეშე მაგისტრანტობის კანდიდატი გრანტს მოიპოვებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება