სიახლეები
რჩევები

„ღელვა მოსწავლეებს ძალებისა და ცოდნის მობილიზებაში ეხმარება'' - ფსიქოლოგი მარინა გოქსაძე და ყოფილი აბიტურიენტების რჩევები მოსწავლეებს
06-07-2018
-
+


ახლოვდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. წინასაგამოცდო ნერვიულობა მეტ-ნაკლებად ყველასთვის ნაცნობია. ბუნებრივია თუ არა მღელვარება გამოცდების წინ და რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება მოსწავლეებმა, ამაზე ფსიქოლოგი მარინა გოქსაძე და ყოფილი აბიტურიენტები გვესაუბრებიან.

ფსიქოლოგი მარინა გოქსაძე:

„გამოცდების წინ მოსწავლეების მხრიდან ნერვიულობა სრულიად ნორმალურია. ჩვენს ცხოვრებაში როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, მოსწავლისთვის - გამოცდები, მომღერლისთვის და მსახიობისთვის სცენაზე გასვლა - ღელვა გვეხმარება, რომ მეტად მობილიზებულები ვიყოთ.

ღელვა არის მნიშვნელოვან მოვლენაზე ნერვული სისტემის ადეკვატური რეაქცია. იგი ეხმარება მოსწავლეებს ძალებისა და ცოდნის მობილიზებაში. ახსოვთ თუ არა ესა თუ ის საკითხი, იკრებენ ძალებს და იმაზე უკეთეს შედეგს აჩვენებენ, ვიდრე ეგონათ.

თუმცა არის მეორე მომენტიც -  შფოთვა, რომელიც გარეგნულად აბსოლუტურად ისევე გამოიყურება, როგორც ღელვა. მაგრამ შფოთვასა და ღელვას შორის ძალიან დიდი სხვაობაა.

თუ ღელვა გვეხმარება ძალების ორგანიზებაში, შფოთვის დროს პირიქით ხდება, რაც გვახსოვს, ისიც გვავიწყდება. შფოთვა ქრონიკული დათრგუნული ემოციის გამწვავებაა. როდესაც ადამიანი შფოთავს, მუდმივად შიშშია. გამუდმებით ამ სიტუაციაში ყოფნა კი ძალიან ცუდ შედეგს იწვევს.

მნიშვნელოვანია, აბიტურიენტთათვის იყოს ტრენინგები, რომლებსაც პროფესიონალი ფსიქოლოგები ჩაატარებენ. ტრენინგებზე მოსწავლეები ისწავლიან, თუ როგორ არ შეუშალოთ ნერვიულობამ ხელი.“

ყოფილი აბიტურიენტები მოსწავლეებს პრაქტიკულ რჩევებსა და თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ.

ანა  ჯოჯუა, კავკასიის ბიზნეს სკოლის მე-2 კურსის სტუდენტი:

„აბიტურიენტობა რთულია. შენს თავს უნდა ებრძოლო, რაც შეიძლება ნაკლებად ინერევიულო და ეცადო, მაქსიმალურად კარგად დაწერო გამოცდა - ეს მოსაზრება ძალიან ზოგადი და ბანალურია. იმისათვის, რომ გამოცდაზე არ ინერვიულო ან თუნდაც ნაკლებად ინერვიულო, საჭიროა, ხშირად დაწერო შანშანდელი ვარანტები სხვადასხვა საგანში (რასაც აბიტურენტები ისედაც აკეთებენ), დაინიშნო საგამოცდო დრო და ნახო, რამდენად ახერხებ მაქსიმალური წარმატებით დაწერო ტესტი მოცემულ დროში. აბიტურიენტისთვის გამოცდა და იქ არსებული გარემო ძალიან სტრესულია. ჩემი გამოცდილებიდან მოსწავლეებს ვურჩევ, რომ გამოცდის დროს მხოლოდ ტესტით შემოიფარგლონ და ყურადღება არ მიაქციონ მოცემულ გარემოს. დამკვირვებლების იმიჯი - მკაცრი გამოხედვა ეს მათი ვალდებულებაა.''

ანა ერისთავი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი:

„იმისათვის, რომ აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბაროს გამოცდა, აუცილებელია, მაქსიმალურად შეამციროს ნერვიულობა და ყველანაირად ეცადოს, თავი ხელში აიყვანოს, მობილიზება გაუკეთოს ცოდნას. ეცადოს, ყურადღება არ მიაქციოს გარემოს. საგამოცდო საკითხების დარიგებისთანავე, ყველა საკითხს გადახედოს და ამოხსნა დაიწყოს ყველაზე რთულით, მაგრამ პირველივე ცდაზე თუ ვერ ამოხსნის, სხვა საკითხზე გადავიდეს, რომ დრო სწორად გაანაწილოს. პასუხების დაფიქსირების შემდეგ თუ დრო დარჩება, ყველა პასუხი თავიდან გადაამოწმოს, შეიძლება გადატანაში ჰქონდეს შეცდომა ან მექანიკურად ეწეროს ის, რისი დაწერაც არ უნდოდა. პასუხების ფურცელში გადატანილი მცდარი პასუხების შემთხვევაც ძალიან ბევრი ყოფილა და ბოლო ეტაპზე ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.''


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება