საღოლაშენის საჯარო სკოლა „ახალი სკოლის მოდელში“ ჩაერთო
07-10-2019
დაკოპირებულია
-
+
ქარელის მუნიციპალიტეტის, საღოლაშენის საჯარო სკოლა „ახალი სკოლის მოდელში“ ჩაერთო.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, „ახალი სკოლის მოდელის“ ხელშეწყობის მიზნით სკოლაში Wi-Fi –ითა და კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა განხორციელდა.
„ახალი სკოლის მოდელი“ განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის მიზანიც პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნაა. იგი მოსწავლეს 21-ე საუკუნის რეალობისთვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს განუვითარებს.
პედაგოგები სიახლეების დანერგვისთვის აქტიურად ემზადებიან. მათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამართული ტრენერები ე.წ. ქოუჩები ეხმარებათ. სკოლის ბაზაზე 1-4 კლასების პედაგოგებისთვის ტრენინგი ტარდება. მოსწავლეები საგნებს უკვე განახლებული მიდგომებით ისწავლიან. სკოლის აღსაზრდელები შეისწავლიან: დისკუსიას, კრიტიკულ აზროვნებას, ერთმანეთის მოსმენას, გუნდური მუშაობასა და ა.შ.
„ახალი სკოლის მოდელი“ მოსწავლეებს დაეხმარებათ, გაიაზრონ მიღებული ცოდნა, უნარების ღირებულება, თუ რაში სჭირდებათ და როგორ გამოიყენებენ მას ცხოვრებაში. ამგვარი მიდგომებით ისინი სულ სხვა ინტერესით და გაზრდილი შინაგანი მოტივაციით ისწავლიან.
ძვირფასო პედაგოგებო, ახალი გამოწვევები ახალი წარმატებების საწინდარია. გვჯერა, რომ თქვენი ნიჭის, შრომისმოყვარეობისა და მიზანდასახულობით თქვენს მოსწავლეებთან ერთად ბევრ გამარჯვებასა და წარმატებას მიაღწევთ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიება მოამზადეს სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელმა შორენა ხეცურიანმა, მუსიკის პედაგოგმა იზა ხეცურიანმა, თითოეული კლასის დამრიგებელმა, პედაგოგებმა, მშობლებმა, მოსწავლეებმა