მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში მასაწავლებლის დღე აღნიშნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სკოლამ ღვაწლმოსილი პედაგოგები თამარ ასკურავა ლილი კვასხვაძე, ეკა ჩიჩუა, ნარგიზ იმნაძე, მზევინარ ამაღლობელი გააცილა. საქართველოს დამსახურებულ მასწავლებელს, მაყვალა გვარჯალაძეს კი მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად ვარსკვლავი გაუხსნეს.
„ქალაქის ცენტრში, თვალსაჩინო ადგილას ლამაზი შენობა აუგიათ, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. ბებერია, თუმცა კოხტა და ჟრიამულით სავსე. ეს ლანჩხუთის პირველი სკოლაა, რომელიც საუბილეოდ ემზადება. აქ, ამ სკოლაში უამრავი თაობა აღიზარდა. აქ იშრომეს და დიდი კვალი დატოვეს ნიჭიერმა პედაგოგებმა. ვინ იცის, რამდენი მადლიერი მოსწავლე გასულა N1 საჯარო სკოლის კარიდან. რამდენი ღვაწლმოსილი პედაგოგი გაუცილებია ამ კედლებს, დერეფნებს, მერხებს,სკოლის სიმბოლოდ ქცეულ ჭადარსა და კიპარისებს. მათი სახელი პირველი სკოლის ისტორიას შეერწყა და სკოლა დარჩა ასე ერთად, მასწავლებელი და მოსწავლე.
დღეს მასწავლებლის დღეა. მასწავლებლის, რომელსაც მუდამ თვალწინ უნდა ჰქონდეს მაღალი იდეალები. იგი ხომ ჩვეულებრივი ადამიანია, ყოფითი საზრუნავით სავსე და წვრილმან- მსხვილმანი საქმეებით დატვირთული, მაგრამ სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ არასოდეს მოაშორებს მზერას მწვერვალს, რომელიც წინსვლისა და განვითარებისაკენ უბიძგებს მოსწავლეს.
დღეს ლანჩხუთის პირველი სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები სკოლიდან გავაცილეთ: თამარ ასკურავა ლილი კვასხვაძე, ეკა ჩიჩუა, ნარგიზ იმნაძე, მზევინარ ამაღლობელი.
დღეს მადლიერება გამოვხატეთ და დიდი პატივისცემა დავუდასტურეთ პირველი სკოლის პედაგოგს, საქართველოს დამსახურებულ მასწავლებელს მაყვალა გვარჯალაძეს.
დღეს მაყვალა მასწავლებლის პედაგოგიური ნათება ვარსკვლავად გადაიქცა და პირველი სკოლის ბებერ კედლებს სამუდამოდ ამოებეჭდა. თაობები ნახავენ, იმსჯელებენ, შეაფასებენ და კიდევ ერთხელ მიხვდებიან, რომ არსად იკარგება ნიჭიერება, სათნოება, სიყვარული. ის ვარსკვლავად იქცევა და დიდხანს, ძალიან დიდხანს განაგრძობს ნათებას, მასწავლებლის დღეს გილოცავთ, კოლეგებო”,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
აგანის საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს თითოეულ მოსწავლეს ცხოვრების ყველა ეტაპზე
ფერეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და მათთვის სასურველი წიგნები შეარჩიეს წასაკითხად