მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლაში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და სოხუმის დაცემის დღეს, 26 წლის შემდეგ, ომში გმირულად დაღუპული მებრძოლების ნათელ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები აფხაზეთის ომის თემატიკაზე, ომის ქარცეცხლში გამოვლილი ადამიანების წერილები, მოგონებები და დღიურები.
„ამ ომში თიანეთსაც საკმაოდ დიდი მსხვერპლის გაღება მოუწია. ჩვენი სკოლის პედაგოგმა და შესანიშნავმა პოეტმა ვიქტორ კაცელაშვილმა გაიხსენა ომში დაღუპული თიანეთელი მებრძოლები, წაიკითხა საკუთარი ლექსები, ვისაუბრეთ ეროვნული გმირის, ზურა იარაჯულის მიერ გამოჩენილ არნახულ სიმამაცეზე. აღსანიშნავია,რომ აფხაზეთში გმირულად დაიღუპა ვიქტორ კაცელაშვილის დისშვილი მიშიკო ზურაბაშვილი. ღონისძიების მსვლელობისას, ნაჩვენები იქნა აფხაზეთის ომის თემატიკაზე შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება