ხაჩკოვის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
08-10-2019
დაკოპირებულია
-
+
წალკის მუნიციპალიტეტის, ხაჩკოვის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, X, XI, XII კლასების მოსწავლეებმა მასწავლებლის ფუნქციები მოირგეს და გაკვეთილები ჩაატარეს.
გაკვეთილების ცხრილი პირველიდან მეცხრე კლასამდე სხვადასხვა მოსწავლეებზე მათი ინტერესების, სურვილების, აკადემიური მოსწრებისა და შესაძლებლობების მიხედვით გადანაწილდა.
„მოსწავლეებმა მასწავლებლების ფუნქციებს თავი წარმატებით გაართვეს. მათ სამზადისი რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს. სკოლის აღსაზრდელებმა მასწავლებლებთან ერთად გაკვეთილები დაგეგმეს, რესურსები მოიძიეს და საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები ჩაატარეს. თავის მხრივ, პედაგოგები სასწავლო პროცესის მიმდინარეობას მთელი წლის განმავლობაში თვალყურს ადევნებენ.
ამ ღონისძიებით, ჩვენ შევძელით, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება და დაინტერესება. ვფიქრობთ, აღნიშნული ღონისძიება სკოლის აღსაზრდელებს მომავალში პროფესიების არჩევასა და მომავლის მიზნების დასახვაში დაეხმარებათ.
დღის ბოლოს სკოლის აღსაზრდელებმა პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მისალოცი სიტყვებითა და ლექსებით მიულოცეს.
სკოლის ადმინისტრაციამ, ლიანა პილტოიანმა მოსწავლეებს სკოლაში სასწავლო პროცესის წარმატებულად, საინტერესოდ წარმართვასა და ღონისძიებაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.