მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N22 საჯარო სკოლის მასწავლებელის, ნატო ფარტენაძის ინიციატივით, სკოლის ბაზაზე, ისტორიულ-შემეცნებითი კლუბი ჩამოყალიბდა.
„სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი და საინტერესო რომ გავხადოთ, უამრავი აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება შეიძლება“, - ასე თვლის ნატო ფარტენაძე და, მოსწავლეებთან ერთად, არაერთ შემოქმედებით აქტივობაშია ჩართული.
„გასულ სასწავლო წელს, ჩემს უმაგრეს და უნიჭიერეს მოსწავლეებთან ერთად, შანსი მომეცა სკოლის ბაზაზე შემექმნა ისტორიულ-შემეცნებითი კლუბი „ევრიკა“.
კლუბის სახელის შერჩევაც კი, ცხელი პოლემიკის ფონზე მოხდა, შევუდექით მუშაობას და შევადგინეთ სამუშაო გეგმა, დავსახეთ ამოცანებიც.
სწორედ ამ დროს გამოცხადდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, სასკოლო კლუბების ინიციატივების პროგრმა. მივიღეთ მონაწილეობა და მადლობა მათ, დაფინანსებისთვის!
უდიდესი სიხარული და ზღვა ემოცია, მეტი სტიმული და ახალი იდეები წამოვიდა თავიდანვე ჩემი გენიოსებისგან... ეს ყველაფერის სასწავლო წლის დასასრულს იყო...
ახლა კი, როგორც კი ახალი სასწავლო წელი დადგა, შევუდექით მუშაობას და მინდა გითხრათ, იმდენად დიდია მოსწავლეებში სურვილი კლუბში მუშაობის, გაჩნდა ახალი მიზნობრივი კლუბების შექმნის იდეა.
ასე რომ, წინ ხალისიანი, შემოქმედებითი და აქტიური სასწავლო წელი გველოდება”, - აღნიშნავს ბათუმის N22 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ფარტენაძე.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში