მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს მართავს, დღეს „დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით დედოფლისწაროს N1 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.
ღონისძიებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა სამუკაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მიხეილ ბახუტაშვილი, დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ეთერ დავითაშვილი, დედოფლისწყაროს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თამარ თამაზაშვილი, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.
ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 სასწავლო წლის „დედოფლისწყაროს ეტალონ მოსწავლეს“ მადინა ღანიშაშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი მის მშობლიურ დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლასაც გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.
ასევე იხილეთ:
დედოფლისწყაროს მოსწავლეთა საყურადღებოდ
დედოფლისწყაროს „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია
8 ოქტომბერს „ეტალონი“ დედოფლისწყაროში გაიმართება
„იმედი მაქვს, „ეტალონში“ საუკეთესო მოსწავლე გაიმარჯვებს“ - დედოფლისწყაროში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა