სიახლეები
საინტერესო , რჩევები

„ზედმეტი კონტროლის მეორე უკიდურესობა ყველაფრის უფლების მიცემაა“ - რა შეცდომებს უშვებენ მშობლები მოზარდებთან ურთიერთობისას
08-10-2019
-
+


„მოზარდობა ზუსტად ის ხანაა, როდესაც თვითონ მოზარდს უჭირს არა მხოლოდ გარემოსთან ურთიერთობა, არამედ საკუთარ თავთან ურთიერთობაც. ამ სიტუაციაში მშობლებისთვის ყველაზე რთულია მოზარდთან მისასვლელი გზის პოვნა, იმიტომ რომ ის აღარ არის პატარა და  ჯერ არ არის მოზრდილი“, - ამბობს ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე. 

  • პირველ რიგში, ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა არის ის, რომ ჩვენ მათ ვექცევით როგორც პატარას;
  • მეორე შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვუშვებთ, არის ის, რომ არ ვაძლევთ საშუალებას, თვითონ აიღოს პასუხისმგებლობა თავის მოქმედებებზე, ჩვენ მის მაგივრად ვაკეთებთ ყველაფერს;
  • მესამე ყველაზე ხშირი შეცდომა სუფთა ემოციური ხასიათისაა. ჩვენ უბრალოდ გვეშინია მოზარდების. არ ვიცით, როგორი რეაქცია ექნებათ და ამიტომ ხან ვცდილობთ, რომ ყველაფერი შევუსრულოთ ან ვცდილობთ, რომ არაფრის უფლება მივცეთ.

რა უნდა გავაკეთოთ ასეთ სიტუაციაში?

  • მოზარდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კომუნიკაცია. ბავშვები ამ ასაკში მშობელთან ურთიერთობის შიმშილს განიცდიან;
  • პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ მოსმენა, მივცეთ დრო, რომ გვიპასუხოს და მოთხოვნის რეჟიმიდან გადავიდეთ ემოციების გაზიარების რეჟიმზე;
  • მივცეთ პასუხისმგებლობა, ძალიან ბევრი მშობელი ჩივის, რომ უკან დასდევს, ყველაფერს უსრულებს, ყველაფერს მის მაგივრად აკეთებს. თუ თქვენ გაუკეთებთ ყველაფერს, თვითონ ვერაფერს გააკეთებს და ჩათვლის, რომ ამის გაკეთება არ შეუძლია;
  • ზედმეტი კონტროლის მეორე უკიდურესობა ყველაფრის უფლების მიცემაა. როგორც წესი, ჩვენ გვეშინია ხოლმე, რომ ჩვენმა შვილმა არ გამოთქვას პროტესტი, დეპრესიაში არ ჩავარდეს და ა.შ. ამიტომ, ყველაფრის უფლებას ვაძლევთ. რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, ეს მას ხელს არ უწყობს არც თავისუფალ არჩევანში, არც პიროვნების განვითარებაში. ისევე, როგორც პატარა ბავშვებს, მოზარდებსაც სჭირდებათ ჩარჩო, მოლაპარაკება, შეზღუდვები, რომელშიც თვითონ იქნებიან ჩართულები და მათ მოლაპარაკებებისა და დისკუსიების საფუძველზე, თვითონ ექნებათ გაცნობიერებული არჩევანი  რა უნდა გააკეთონ და რა არა“.
თამარ გაგოშიძის რეკომენდაციების შესახებ ვიდეოს გაერო-ს ბავშვთა ფონდი - UNICEF Georgia ავრცელებს:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

თითოეული ნამუშევარი გამოირჩეოდა ორიგინალურობით, ასახავდა ბავშვების ინდივიდუალურ ხედვასა და ფანტაზიას
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება