სიახლეები
ეტალონი

„ნამდვილად, „ეტალონი“ ცოდნის ზეიმია“ - დედოფლისწყარომ „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
09-10-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც "დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა სამუკაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მიხეილ ბახუტაშვილი, დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ეთერ დავითაშვილი, დედოფლისწყაროს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თამარ თამაზაშვილი, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა სამუკაშვილმა ხაზი გაუსვა „ეტალონის“ მნიშვნელობას და სურვილი გამოთქვა, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი ტელეეკრანს დაუბრუნდეს:

„მართლაც, „ეტალონი“ ეროვნული პრეოქტია. ეს არის ახალგაზრდებისთვის დიდი სიხარულისა და მოტოვაციის მიმცემი. შესაბამისად, მოსწავლეები პროექტთან ერთად  დიდ ცხოვრებისეულ ნაბიჯებს დგამენ. „ეტალონის“ მთელ შემოქმედებით ჯგუფს წარმატებასა და წინსვლას ვუსურვებ. ასევე, ვიმედოვნებ, რომ „ეტალონი“ ტელეეკრანს დაუბრუნდება“.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მიხეილ ბახუტაშვილმა წიგნიერების როლზე ისაუბრა და ახალგაზრდებს მოუწოდა , რომ აქტიურად ჩაერთონ „ეტალონის“ პროექტებში:

„ეტალონი“ დიდებული პროექტია, რომელიც  ჩვენი ახალგაზრდობის გონებრივ განვითარებასა და მათ პიროვნებად ჩამოყალიბებას ემსახურება. ყველას ვურჩევდი ბევრი იკითხონ, რათა ზოგადი განათლება მათ სამომავლო სიძნელეების დაძლევაში დაეხმარება. მივესალმები „ეტალონს“ და მას უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. მოვუწოდებ ყველა ახალგაზრდას, რომ აუცილებლად ჩაერთონ ეტალონის პროექტებში“.

დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ეთერ დავითაშვილმა „ეტალონსა“ და Izrune.ge -ში მუნიციპალიტეტის მოსწავლეების ჩართულობაზე ისაუბრა:

„ეტალონი“ ახალგაზრდების მამოტივირებელია. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები „ეტალონსა“ და izrune.ge -ში აქტიურად არიან ჩართულები. შედეგად კი ბავშვებს მოტივაცია აუმაღლდათ. მსურს, მადლობა გადავუხადო მასწავლებლებსა და „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს. განსაკუთრებული მადლობა ბატონ გოჩას, იმისთვის, რომ უამრავ სიახლეს გვთავაზობს “.

დედოფლისწყაროს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა თამარ თამაზაშვილმა „ეტალონის“ ავტორის დამსახურებაზე ისაუბრა:

„ეტალონი“ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია. ბავშვები მთელი პროექტის განმავლობაში აქტიურად არიან ჩართულნი და ეს ყველაფერი ბატონი გოჩას დამსახურებაა. იგი საოცრად რთავს ბავშვებს პროცესებში და იყოლიებს აუდიტორიას.  ყოველივე კი ძალიან კარგ ბიძგს აძლევს მოსწავლეებს. მსურს, გამოვყო izrune.ge, რომელიც არაჩვეულებრივია. ინოვაციური პროექტი ყველა მოსწავლეს თანაბრად აძლევს საშუალებას, რომ შეავსონ ტესტები და ცოდნის დონე გაიუმჯობესონ“.

ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორმა მაია ხუნაშვილმა ისაუბრა იმ სიხარულზე, რომელიც „ეტალონმა“ მათ სკოლას მიანიჭა:

„მიჭირს საუბარი ძალიან ემოციური დღეა. ნამდვილად, „ეტალონი“ ცოდნის ზეიმია. პროექტი ბავშვების განვითარებას ემსახურება. ოთხი წლის წლის ჩვენი სკოლის შენობა დაიწვა და დღემდე, მიუხედავად სიძნელეებისა, ჩვენ „ეტალონში“ გავიმარჯვეთ. ადმინისტრაციამ, მასწავლებლებმა, მოტივირებულმა ბავშვებმა, ჩვენ ეს შევძელით. ასევე, პროექტში ჩართულ თოთოეულ მოსწავლესა და ინტელექტ-ჩემპიონატის ორგანიზატორს დიდ წარმატებას ვუსურვებ“.

„დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლემ ჯაბა ჯამასპიშვილმა მოიპოვა. 

„როდესაც კითხვების გაცემა დავასრულე  ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გავხდებოდი. მოპოვებული ტიტულის ტარება ჩემთვის დიდი პატივია. მე „ეტალონმა“ ბევრი რამ მომცა და ვურჩევ ყველას, რომ ამ უნიკალურ პროექტში მიიღონ მონაწილეობა“ - ამბობს გამარჯვებული. 

შეჯიბრში გამარჯვებულმა „დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელსაც ტრადიციულად საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. „ეტალონის“ მიმდინარე სეზონი კი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ასევე იხილეთ:

დედოფლისწყაროს მოსწავლეთა საყურადღებოდ

„იმედი მაქვს, „ეტალონში“ საუკეთესო მოსწავლე გაიმარჯვებს“ - დედოფლისწყაროში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა

დედოფლისწყაროს „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია

8 ოქტომბერს „ეტალონი“ დედოფლისწყაროში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

სტუდენტების 2 კატეგორია, რომელიც 500 და 700 ლარით დაფინანსდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

რატომ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში - მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები, ამოცანები

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება