„მოხარული ვიქნები თუ „ეტალონის“ მსგავსი პროექტები ბევრი იქნება“ - ხარაგაული ინტელექტ-ჩემპიონატის II ტურისთვის ემზადება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, 8 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.II ტური 29 ოქტომბერს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე:„ეტალონის“ I ეტაპი სამართლიანად ჩატარდა. მოსწავლეებმა ტესტირებაზე ძალიან იაქტიურეს. იმედი მაქვს, „ეტალონის“ მონაწილეები შემდეგ ეტაპზეც იმავე შემართებით გააგრძელებენ ბრძოლას. „ეტალონის“ ტესტირებისთვის მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ. ეს პროექტი მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას უმაღლებს“.
ხარაგაულის მერიის წარმომადგენელი თეა ბერიძე:„ეტალონის I-მა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. მოსწავლეებმა ტესტირებაზე ძალიან იაქტიურეს. გამოცდის შემდეგ ეტაპზე ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეების გამარჯვების იმედი მაქვს. „ეტალონს“ მოსწავლეები ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან. ეს პროექტი ყველას ძალიან გვიყვარს“.
ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის დირექტორი, მარინა ხვედელიძე:„
შეჯიბრობითობის პრინციპი ძნელია. ვთვლი, რომ ყველა მოსწავლემ საკუთარი შესაძლებლობა სრულად ვერ გამოავლინა, თუმცა, ზოგადად, უკმაყოფილო არ ვარ. მეორე ტურს ოპტიმისტურად ვუყურებთ და ვფიქრობთ, რომ წარმატებით დასრულდება“.
ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ქეთევან ჩაჩანიძე:„ეტალონის“ I ეტაპზე ჩვენი სკოლის 17 მოსწავლე მონაწილეობდა. ტესტირებაზე მათი შედეგებით კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს, სკოლის წარმატებული მოსწავლეები, რომლებმაც „ეტალონის“ I ეტაპს თავი წარმატებით გაართვეს, შემდეგ ტურშიც გვასახელებენ. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ის მოსწავლეების მრავალმხრივი შეფასების შესაძლებლობას იძლევა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი ყველას ძალიან მოგვწონს“.
ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ პაპავა:„ეტალონის“ I ეტაპი ნამდვილად ობიექტურად ჩატარდა. მოსწავლეთა შედეგებით ტესტირებაზე ძალიან კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს, ჩვენს მოსწავლეებს ტესტირების შემდეგ ტურშიც წარმატებული შედეგები ექნებათ. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. ის მოსწავლეებს მსჯელობას ასწავლის და სწავლის მოტივაციას უმაღლებს“.
ხიდრის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თამარ თაბუკაშვილი:„ჩვენი სკოლის მოსწავლეების შედეგებით „ეტალონის“ ტესტირებაში ძალიან კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, კონკურსანტებმა საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინეს. ამიტომ, კონკურსის II ეტაპზე მათი დიდი იმედი მაქვს. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, ის მოსწავლეებს თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალებას აძლევს. ამიტომ, ძალიან მიყვარს ეს პროექტი “.
წყალაფორეთის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი გველესიანი:„მოსწავლეთა შედეგებით „ეტალონის“ ტესტირებაზე კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს, მოსწავლეები, რომლებმაც I ტურში წარმატებული შედეგები აჩვენეს, კონკურსის შემდეგ ეტაპზეც გვასახელებენ. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მოხარული ვიქნები, თუ საგანმანათლებლო სივრცეში მსგავსი პროექტები კიდევ ბევრი იქნება. პროექტი მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებასა და წინსვლაში ეხმარება“.
წყალაფორეთის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნანა კირკიტაძე:„ეტალონის“ I ტურში მოსწავლეთა შედეგებით უკმაყოფილო არ ვარ. იმედი მაქვს, კონკურსანტები ტესტირების შემდეგ ეტაპს თავს წარმატებით გაართმევენ. ჩემი აზრით, „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ის მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს“.
ღორეშის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ბარბაქაძე:„ეტალონის“ ტესტირებაზე მოსწავლეთა შედეგებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ამიტომ, გამოცდის შემდგ ეტაპზე მათი დიდი იმედი მაქვს. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება. ის მოსწავლეებს სტიმულს აძლევს, მეტი იკითხონ და ისწავლონ“.
ღორეშის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი რომან გაბუნია:„ეტალონის“ ტესტირებაზე უკეთეს შედეგს ველოდი. ვიმედოვნებ, ჩვენი სკოლის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები ტესტირების შემდეგ ეტაპზე წარმატებას მიაღწევენ. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია და ის მოსწავლეებს განათლების მისაღებად დიდ სტიმულს აძლევს“.
ვახანის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ინასარიძე:„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ ტესტირებაზე კარგი შედეგები აჩვენეს. გამოცდის შემდეგ ეტაპზე კონკურსანტების დიდი იმედი მაქვს. ჩვენი მოსწავლეები „ეტალონით“ აღფრთოვანებულები არიან და ტესტირებისთვის ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან, რაც ჩვენთვისაც ძალიან სასიამოვნოა“.
ვახანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო ჭყოიძე:„ჩვენი სკოლის მოსწავლეთა შედეგებით „ეტალონის“ ტესტირებაზე კმაყოფილი ვარ. მათ კონკურსში ძალიან იაქტიურეს. ჩვენს მოსწავლეებს ტესტირებაზე ყოველთვის წარმატებული შედეგები აქვთ. ამიტომ, გამოცდის შემდეგ ტურშიც კარგ შედეგებს ველოდები. ჩვენი სკოლის მოსწავლეები „ეტალონს“ ყოველთვის ინტერესით ელოდებიან. მონაწილეები გამოცდისთვის დიდი ენთუზიაზმით ემზადებოდნენ“.
მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე:„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ ტესტირებაზე საკმაოდ მაღალი შედეგები აჩვენეს. ტესტებში ძალიან გონებამახვილური და შემეცნებითი კითხვები შედიოდა, რაც მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ის სკოლების დიდი მხარდამჭერია და მოსწავლეების ცოდნას ავითარებს, რისთვისაც პროექტს დიდ მადლობას ვუხდი“.
მარელისის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ინგა ვეფხვაძე:„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ ტესტირებაზე საკმაოდ მაღალი ქულები მიიღეს. იმედი მაქვს, შემდეგ ეტაპზეც გვასახელებენ. ჩვენი მოსწავლეები „ეტალონისთვის“ ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან. პედაგოგები კი მათ ტესტირებისთვის სიღრმისეულად ვამეცადინებთ. ამიტომ, ეს პროექტი მოსწავლეებს ერთგვარ მოტივაციას აძლევს, მეტი იკითხონ და ისწავლონ.
ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის „ეტალონის“ პედაგოგი ნათელა კამკამიძე:„ეტალონის“ ტესტირებაზე ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა განსაკუთრებით მაღალი შედეგები აჩვენეს. ტესტირების შემდეგ ტურში სკოლის წარმატებული მოსწავლეების იმედი მაქვს. „ეტალონი“ მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს. ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“.
ასევე იხილეთ:ხარაგაულის მოსწავლეთა საყურადღებოდიხილეთ ფოტოები