მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ინოვაციურმა საგანმანათლებლო პორტალმა izrune.ge-მ თბილისის N11 საჯარო სკოლის „წიგნიერების დღის“ კითხვების შედგენაში ჩართულ პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა.
საგანმანათლებლო პორტალისგან მასწავლებლებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
სკოლის შეფასებით, izrune.ge სასკოლო ცხოვრებაში ჯანსაღ კონკურენციას ამკვიდრებს.
„izrune.ge სასკოლო ცხოვრებაში ჯანსაღ კონკურენციას ამკვიდრებს- ამისათვის მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და „წიგნიერების დღის“ მომზადებაში აქტიურად ჩართულ თბილისის N11 საჯარო სკოლის მასწავლებლებს და სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნინო ჯაბანიშვილს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
„izrune.ge ტესტირების ინოვაციური პორტალია, სადაც მოსწავლეებს საშუალება აქვთ საკუთარი კლასის შესაბამისად სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები გაიარონ. პორტალზე ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი „წიგნიერების დღეა“.
„წიგნიერების დღეს“ მოსწავლეები კითხვებს წინასწარ შერჩეული კლასგარეშე ლიტერატურიდან იღებენ. ამ დღისთვის კითხვებს გამორჩეული სკოლის განსაკუთრებით აქტიური პედაგოგები ამზადებენ.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება