მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ლამბალოს სკოლის VI კლასის 7 მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორმა, დავით როსტომაშვილმა etaloni.ge-ს განუცხადა, გაკვეთილების მსვლელობის დროს, VI კლასის 7 მოსწავლე ერთდროულად გახდა შეუძლოდ, რის გამოც, სკოლის ადმინისტრაციამ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.
მისი თქმით, მოზარდებმა სკოლასთან ახლომდებარე მაღაზიაში, ლიმონათი და ქადები შეიძინეს, რის მიღების შემდეგაც, ინტოქსიკაციის ნიშნები დაეწყოთ.
„გაკვეთილების მსვლელობის დროს, 7 მეექვსეკლასელი შეუძლოდ გახდა. როცა ვკითხეთ, რა მოხდა, ლიმონათის ბოთლები გვიჩვენეს და გვითხრეს, რომ მაღაზიაში ქადა და ლიმონათი შეიძინეს. ვადას კი დავაკვირდით, არ იყო ვადაგასული ლიმონათი, მაგრამ ვინ იცის, როგორ პირობებში ინახებოდა... დაუყოვნებლივ გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ბავშვები კლინიკაში გადავიყვანეთ“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა.
მოზარდები პირღებინებისა და სისუსტის ნიშნებით, საგარეჯოს კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. სკოლის დირექტორის განმარტებით, ამჟამად მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო