მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ქრისტინე მახატლიშვილმა, სტუდენტების და სკოლის მოსწავლეების სამეცნიერო კონფერენციაზე - „ნარჩენების მართვა, ტყეები და ბიომრავალფეროვნება“ პირველი ადგილი დაიკავა.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მან საუკეთესო პრიზებიც დაიმსახურა.
სკოლის XI კლასის კიდევ ერთი მოსწავლე ელენე გამილაღდიშვილი კი პროფესორთა რჩეული გახდა.
კონფერენცია 2019 წლის 27 სექტემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით, პროგრამა CENN/USID WMTR ნარჩენების მართვის პროგრამის, CENN-ის პროექტის „ტყეების მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის“ (ADA) პარტნიორობით ჩატარდა. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ ეროვნული სატყეო სააგენტო და საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაცია.
კონფერენციის ორგანიზატორები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, მაგდა დავითაშვილი და „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზციათა ქსელის“ კახეთის რეგიონის კოორდინატორი კახაბერ სუხიტაშვილი იყვენენ.
კონფერენცია „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში