მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლობის მაძიებელები და მოქმედი პრაქტიკოსი პედაგოგები პროგრამაზე - „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ რეგისტრაციას ხვალიდან შეძლებენ.
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა.
რაც შეეხება ტრენინგებს, ბერიკა შუკაკიძის განმარტებით, ნოემბრიდან დაიწყება.
მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის ცნობით, ეს იქნება 2-თვიანი საგანში მომზადების პროგრამა, რომელიც 2 000 ადამიანზეა გათვლილი და კვირაში სამჯერ - პარასკევს, შაბათს და კვირას ჩატარდება.
„ლექცია იქნება 4-საათიანი. ამის შემდეგ კი აპლიკანტები 2-კვირიან პრაქტიკულ კურსს გაივლიან უშუალოდ სკოლაში. აღნიშნული მომზადების პროგრამა იქნება ყველა რაიონში. მასწავლებლის სახლის ვებ-გვერდის სარეგისტრაციო პორტალზე იქნება ორი ფანჯარა: პირველში მსურველი მონიშნავს რომელ რეგიონში უნდა რომ ასწავლოს და მეორეში მონიშნავს, რომელ რეგიონში უნდა რომ მომზადდეს.
მომზადება მოხდება ჩვენი ცენტრის ტრენერების მიერ. ტრენერები არიან მასწავლებლები, რომლებსაც აქვთ წამყვანის და მენტორის სტატუსი. ისინი პრაქტიკულ ნაწილში - საგნის ცოდნაში მოამზადებენ მსურველებს. ჩვენი კანდიდატები გაივლიან სკოლაში პრაქტიკულ კურსს. პედაგოგი ვერ გახდება ადამიანი, თუ ის მარტო თეორიული კურსით მოემზადება. პროცესი ამით არ დასრულდება - გაზაფხულზე მთელი სემესტრის განმავლობაში მოხდება პროფესიულ უნარებში ე.წ. დიდაქტიკაში მათი გადამზადება“,-განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.
მასწავლებლები მომზადდებიან შემდეგი საგნებისთვის:
მსმენელები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.
დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალი, სპეციალური პროგრამა - „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ წარადგინა, რომელიც მასწავლებლობის მაძიებელთა და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლების დახმარებასა და კიდევ უფრო მეტ ხელშეწყობას გულისხმობს.
იხილეთ ვრცლად: სახელმწიფო მასწავლებლობის მსურველებს უფასოდ მოამზადებს - განათლების სამინისტრომ ახალი პროგრამა წარადგინა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
საღამომ საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა
პედაგოგმა მოსწავლეებთან ისაუბრა პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობისა და ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ