TOP ნიუსი
სიახლეები
ეტალონი

„ბედნიერებაა გერქვას „ეტალონის“ დიდი ოჯახის წევრი“ - ახმეტამ „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
13-10-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ახმეტის მუნიციპალიტეტში, კულტურის სახლში ჩატარდა, სადაც "ახმეტის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზაზა მიგრიაული, ახმეტის რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზაზა მიგრიაულმა ინტელექტ-ჩემპიონატის პოპულარობაზე ისაუბრა:

„ჩემთვის „ეტალონი“ არის ძალიან წარმატებული პროექტი, რომელსაც მთელი ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა  უდიდეს პატივს სცემს. ისინი ინტელექტ-ჩემპიონატში მაქსიმალურად ერთვებიან. მოვუწოდებ ყველას, რომ გახდნენ „ეტალონისა“ და Izrune.ge -ს მონაწილეები და არ დაკარგონ განვითარების ერთ-ერთი უნიკალური საშუალება“. 

ახმეტის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა მანანა ნადიბაიძემ „ეტალონში“ სკოლების ჩართულობასა და ინოვაციურ ინტერნეტ პლატფორმა  Izrune.ge-ს შესახებ ისაუბრა:

„ეტალონი“ წარმატებული და გადამდები პროექტია. ჩვენი სკოლები და მათი დირექტორები მაქსიმალურად არიან ჩართულები. გარდა ამისა, Izrune.ge არის ძალიან პოზიტიური და სასიამოვნო პროექტი. იგი აერთიანებს ოჯახს, ბავშვს, სკოლასა და სახელმწიფოს. ჩემთვის ბედნიერებაა გერქვას „ეტალონის“ დიდი ოჯახის წევრი“.

ქისტაურის საჯარო სკოლის დირექტორმა ქეთევან თურტოშვილმა „ეტალონის“ აღმზრდელობით ფუნქციაზე ისაუბრა :   

„ჩვენი სკოლა დიდი ხანია, რაც „ეტალონითაა“ დაინტერესებული. პროექტმა რამდენიმე ეტალონელიც გამოგვიზარდა. ყველას ვურჩევ აქტიური მონაწილეობა მიიღონ, ამ მართლაც, სახალხო პროექტში. „ეტალონი"  ბავშვებს სიყვარულს, თავდადებას, პატრიოტიზმს და რაც მნიშვნელოვანია ცოდნით ტკბობას ასწავლის“.  

„ახმეტის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ქისტაურის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ თაია ქეთელაურმა მოიპოვა.

„პროექტში მონაწილეობამდე ძალიან ვნერვიულობდი. „ეტალონმა“ ცოდნა და თვითდაჯერებულობა შემძინა. ახლაც ძალიან ვღელავ, მიუხედავად ამისა, ყველას თამამად ვურჩევდი ჩაერთონ და გამოცადონ ის ბედნიერება რაც მე გამოვცადე “, - ამბობს გამარჯვებული. 

შეჯიბრში გამარჯვებულმა „ახმეტის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელსაც ტრადიციულად საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. „ეტალონის“ მიმდინარე სეზონი კი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ასევე იხილეთ:

ახმეტის მოსწავლეთა საყურადღებოდ

„ეტალონი“ ხელს უწყობს მოზარდის ინტელექტუალურ განვითარებას“- ახმეტა ინტელექტ-ჩემპიონატის II ტურისთვის ემზადება

ახმეტის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია

10 ოქტომბერს „ეტალონი“ ახმეტაში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება