მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლობის მაძიებელებისა და მოქმედი პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის უფასო მომზადების პროგრამაზე - „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ რეგისტრაცია დაიწყო.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მასწავლებლის სახლის ვებ-გვერდზე.
„მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ 2019 წელს პროფესიაში შესვლის 2 000-მდე მსურველს უფასოდ მოამზადებს.
სასწავლო კურსები ჩატარდება რაიონულ ცენტრებსა და დიდი ქალაქების სკოლებში კვირაში სამჯერ. სასწავლო კურსს გაუძღვებიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები. თითოეული კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები პედაგოგიურ პრაქტიკას სკოლაში ადგილობრივი მასწავლებლის მენტორობით გაივლიან.
პროგრამის მონაწილეები წინასწარ გაეცნობიან შესაძლო ვაკანტურ ადგილებს იმ სკოლებში, სადაც მასწავლებელთა დეფიციტია.
„მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები სკოლებში მაძიებლად შევლენ და მაძიებლობის ფარგლებში გაივლიან დისტანციური სწავლების კურსს, ხოლო საგნის კომპეტენციის დადასტურების შემდგომ, უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებენ.
„მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში“ ჩარიცხვა მარტივია:
დარეგისტრირდი www.tpdc.ge-ზე, ჩააბარე ტესტი, რომელიც საგანში შენს საბაზისო ცოდნას შეამოწმებს და გახდი კურსის მსმენელი.
ტესტის გავლის ვალდებულებისგან თავისუფალია ის აპლიკანტი, რომელმაც მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე გადალახა 40%-იანი ზღვარი.
რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (PDF ან JPG ფორმატში)
2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები (PDF ან JPG ფორმატში)
3. მასწავლებლის, გამოცდის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი (PDF ან JPG ფორმატში) ასეთის არსებობის შემთხვევაში“,-აცხადებენ მასწავლებლის სახლში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
აქტივობა ქიმიის პედაგოგის - არევატ თანგამიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა