დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სასწავლო წელი დიდი შემართებით დაიწყეს
11-10-2019
დაკოპირებულია
-
+
მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა 2019-2020 სასწავლო წელი დიდი შემართებით დაიწყეს.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სკოლის დირექტორმა, სილვა ამირიანმა დამსწრე საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
პირველკლასელებს საზეიმო ვითარებაში ბუკები გადაეცათ.
„სპეციალურად ამ დღისთვის მორთული მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების მხიარული ჟრიამული არე-მარეს აცოცხლებდა. მონატრებული და ბედნიერი სახეების ხილვა განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
ეს სასწავლო წელი დამიელი პედაგოგებისთვისაც პოზიტიური განწყობით დაიწყო.
საგნის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე დარეგისტრირებულმა ყველა (ათმა) მასწავლებელმა ტესტირება წარმატებით გაიარა. ესენი არიან: ე. მამულიანი, რ. სარკისიანი, გ. მისკარიანი, ა. მისკარიანი, ა. სარგისიანი, ლ. ვანიანი, ლ. ხაჩატურიანი, მ. მხითარინი, ლ. დარბინიანი, ს. ამირიანი.
ახლა ისინი აქტიურად ემზადებიან ნოემბერში დანიშნული გამოცდისათვის პროფესიულ უნარებში და 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრიდან დამიის საჯარო სკოლას უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე უფრო მეტი პედაგოგი ეყოლება.
ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებთ ყველას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.