სიახლეები
საინტერესო , რჩევები

როგორ ვასწავლოთ განსხვავებული უნარების მქონე მოსწავლეებს ერთ კლასში? - რჩევები მასწავლებლებს
14-10-2019
-
+


ალბათ, ყველა მასწავლებელს გყავთ ან გყოლიათ კლასები, სადაც მოსწავლეები უნარებით ერთმანეთისგან აშკარად განსხვავდებიან. ნაწილი სწრაფად ითვისებს მასალებს, ნაწილს კი დანარჩენზე ბევრად მეტი დრო სჭირდება.

გთავაზობთ სტრატეგიებს, ამ პრობლემას თავი როგორ გაართვათ.

  • დისკუსია და საჭიროებების ანალიზი

განსხვავებული უნარების მქონე მოსწავლეების კლასში სუსტები ხშირად სტრესს გრძნობენ. ამ დროს საუკეთესო გამოსავალი კლასში არსებულ სიტუაციაზე ღია დისკუსიის გამართვაა. მუშაობის წესებზე ყველა მოსწავლესთან ერთად უნდა შეთანხმდეთ ​და ძლიერი მოსწავლეები გაამხნეოთ, რომ სუსტებს დაეხმარონ.

გაანალიზეთ მოსწავლეების საჭიროებები, სიძლიერეები და სისუსტეები. დაფიქრდით რა სჭირდებათ მოტივაციისთვის.

ამისთვის მოსწავლეებს ჰკითხეთ:

  • რა სახის საკლასო აქტივობების კეთება სიამოვნებთ?
  • რას სწავლობენ ამ აქტივობებით? რა არის სარგებელი?
  • ინდივიდუალურად მუშაობა ურჩევნიათ თუ წყვილში?
  • ყველაზე მეტად რა უნარების განვითარება სურთ?
  • გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელზე მოსმენა ურჩევნიათ თუ ჯგუფურად მუშაობა?

მიღებული ინფორმაცია უნდა შეაგროვოთ და შედეგები გაანალიზოთ. ამ შეკითხვების პასუხების გააზრება მომავალში მათთან კომუნიკაციას გაგიადვილებთ.

  • პირობის დადება

მოსწავლეებთან წერილობითი შეთანხმების დადებაც შეგიძლიათ, სადაც ისინი საკუთარ ქცევასა და აქტივობაზე დადებენ პირობას. მაგალითად, „მე დავეხმარები ჩემს მეწყვილეს“, „აქტიურად მივიღებ მონაწილეობას ჯგუფურ სამუშაოში“ და ა. შ.

  • მოსწავლეებს უთხარით რის გაკეთებას აპირებთ

თუ ატყობთ, რომ მოსწავლეებს საკმარისი ცოდნა და უნარები არ აქვთ აქტივობას ტემპში მიყვნენ, წინასწარ გააფრთხილეთ, რის გაკეთებას აპირებთ. თუ ეცოდინებათ რა დავალებას უნდა ელოდნენ, უფრო მობილიზებული და ეფექტურები იქნებიან.

  • თვითდაკვირვება

მოსწავლეებს სთხოვეთ დაფიქრდნენ რა არის მათი სისუსტეები და სიძლიერეები. უთხარით თავიანთ პროგრესს დააკვირდნენ.

კარგი იქნება დღიურს თუ აწარმოებენ, სადაც შეცდომებს ჩაინიშნავენ, ჩაიწერენ რა ისწავლეს და როგორ განვითარდნენ.

  • დაჯგუფება

შეგიძლიათ ძლიერები ერთად დააწყვილოთ, სუსტები ერთად ან შერეული ჯგუფები შექმნათ. დაფიქრდით, რომელი დავალების შემთხვევაში რომელი მეთოდი იქნება უკეთესი. არ დაგავიწყდეთ, რომ ამან მოსწავლეების ურთიერთობაში პრობლემა არ უნდა შექმნას. ჩაინიშნეთ ვინ ვისთან ერთად მუშაობს კარგად.

ჯგუფური მუშაობის შემთხვევაში გახსოვდეთ, რომ სუსტი ბავშვები თავიანთ შესაძლებლობებს უკეთ პატარა ჯგუფებში ავლენენ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

თითოეული ნამუშევარი გამოირჩეოდა ორიგინალურობით, ასახავდა ბავშვების ინდივიდუალურ ხედვასა და ფანტაზიას
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება