მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო სკოლა ''მზეკაბანი-2007''-ის ორგანიზებით უკვე მეორე წელია ტარდება მათემატიკის ოლიმპიადა ''სოსელო''.
ოლიმპიადია, რომლის მიზანია განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება, აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის ყოფილი კურსანტის, სოსო (სოსელო) მაკარიძის სახელის უკვდავსაყოფად იმართება.
''სოსელოს'' პირველი ადგილისა და სოსო მაკარიძის ოჯახის მიერ დაწესებული ფულადი პრიზის მფლობელები, ჩხარის N1 სკოლის მოსწავლეები ტარიელ და გიორგი ფანჩულიძეები გახდნენ. ტარიელმა გამარჯვება რაიონის მასშტაბით XI კლასელთა შორის მოიპოვა, გიორგიმ კი XII კლასელთა შორის. აღსანიშნავია, რომ ტარიელ ფანჩულიძე უკვე მეორედ არის ''სოსელოს'' პირველი ადგილის მფლობელი.
სკოლის წარმომადგენლები ულოცავენ მოსწავლეებს ამ დიდი წარმატებას:
''ჩვენი სკოლა ამაყობს თავისი აღსაზრდელებით. განსაკუთრებით საამაყოა, რომ ტარიელი და გიორგი დედმამიშვილები არიან. ვულოცავთ ძმებს ამ დიდი წარმატებას, ვულოცავთ მათ მშობლებს მარი ბუცხრიკიძესა და რომან ფანჩულიძეს. ტარიელი ''სოსელოს'' ორგზის გამარჯვებულია და ეს ფაქტი ორგამაგად სასიხარულოა. გამარჯვებულები მისაბაძ მაგალითად იქცნენ სხვა მოსწავლეებისათვის'' - აღნიშნავენ სკოლაში.
ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის სიგელები გადაეცათ IX კლასის მოსწავლე ელენე ფანჩულიძესა და X კლასის მოსწავლე ელენე ნიქიბიშვილს. წარმატებული მონაწილეობისათვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ სკოლის დირექტორი კობა ბარდაველიძე, პედაგოგები ნუნუ ფორჩხიძე და ლიანა ლანჩავა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
„ჩვენ ალბათ ვერ ვხვდებით, რომ უკვე მომავლის სკოლაში ვართ...“
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი - ნატო ნანავა
„ვცდილობთ, სასკოლო აქტივობები ისე დავგეგმოთ, დროის გამოწვევებსაც ვუპასუხოთ, ბავშვებიც არ გადავღალოთ“...