სიახლეები
საინტერესო

როგორ უნდა გახადოთ გაკვეთილები უფრო საინტერესო - 6 რჩევა მასწავლებლებს
15-10-2019
-
+


გაკვეთილის მიმდინარეობის დროს, თითქმის, ყველა მასწავლებელს აღმოუჩენია, რომ მოსწავლეები არ უსმენენ. სწორედ ამიტომ აუცილებელია სასწავლო მასალა მათ ისე საინტერესოდ მიაწოდოთ, რომ საგაკვეთილო პროცესში​ ჩართვის სურვილი გაუჩნდეთ.

მასწავლებლები მუდმივად ცდილობენ, სწავლების ახალი სტრატეგიები შეიმუშაონ, რათა საგაკვეთილო პროცესი უფრო გაახალისონ. ზოგიერთი სტრატეგია არ ამართლებს, მაგრამ ზოგიერთი საკმაოდ ეფექტურია.

გთავაზობთ 6 მეთოდს, როგორ უნდა გახადოთ გაკვეთილები უფრო საინტერესო:

1. ჩართეთ საიდუმლო თქვენს გაკვეთილში

სწავლა შეიძლება იყოს უფრო სახალისო, როცა მოსწავლეებმა არ იციან, რას შეიძლება ელოდონ გაკვეთილის ბოლომდე. უმჯობესია, სიურპრიზის მარცვალი დატოვოთ მომავალი გაკვეთილისთვისაც, რათა მოსწავლეები მოუთმენლად ელოდონ შემდეგ დღეს, რათა ახალი გაკვეთილი მოისმინონ.

2. ნუ გაიმეორებთ საკლასო მასალას

მნიშვნელოვანია, რომ მიმოიხილოთ საკლასო მასალა, მაგრამ უმჯობესია, ხშირად არ იმეოროთ ერთი და იგივე, ხოლო, როცა აუცილებელი ხდება გამეორება, აჯობებს, თამაშის ელემენტები ჩართო და ამ თამაშით განსხვავებულად წარმოაჩინოთ ძველი ინფორმაცია. მაგალითისთვის, მოსწავლეებს დაახატინეთ პირამიდა რვეულებში და დააწერინეთ, რაც ისწავლეს, რაც საინტერესო აღმოჩნდა მათთვის და კითხვა, რომელიც ჯერ კიდევ დარჩათ.

3. ნუ აღიქვამთ სწავლებას ზედმეტად სერიოზულად

ეფექტურ მასწავლებლად ყოფნა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად სერიოზულად უნდა დარჩეთ. თუ თქვენს თავზეც გაიცინებთ და გაერთობით, არ იქნება პრობლემა, ასე, შესაძლოა, უფრო დაუახლოვდეთ თქვენს მოსწავლეებს.

4.  გახადეთ თქვენი გაკვეთილები ინტერაქციული

ტრადიციულად, მასწავლებელი დგას კლასის წინაშე, მოსწავლეები კი უსმენენ და ჩანაწერებს აკეთებენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მოსწავლეების დასაინტერესებლად. სწავლება, შესაძლოა, ინტერაქციული გახდეს შემოქმედებითი გზით, მაგალითად, პრაქტიკული გაკვეთილების შექმნით, სადაც მოსწავლეები თვითონ მონაწილეობენ ყველა ნაბიჯში, რომელიც ხორციელდება. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ჯგუფური აქტივობები, ეფექტურია მეცნიერული ექსპერიმენტების გამოყენებაც.

5. დაუკავშირეთ მასალები თქვენი მოსწავლეების ცხოვრებას

შეეცადეთ, შექმნათ რეალურ სამყაროსთან იმ მასალების კავშირი, რასაც ასწავლით მოსწავლეებს. ასე ისინი უფრო უკეთ აითვისებენ და გაიგებენ, რაში სჭირდებათ, რასაც სწავლობენ. როცა მოსწავლეები კითხულობენ, რაში სჭირდებათ რაღაცის სწავლა, მასწავლებლები, როგორც წესი, პასუხობენ „იმიტომ რომ“... თუმცა ასეთი პასუხები არასანდოა. ყოველთვის უმჯობესია, მათ მაგალითები მოუყვანოთ რეალური ცხოვრებიდან. ამ გზით თქვენ დაეხმარებით მოსწავლეებს, დააკავშირონ საგაკვეთილო მასალები რეალურ ცხოვრებასთან.

6. გახადეთ გაკვეთილი უფრო კრეატიული

საგაკვეთილო გეგმა არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ სამუშაო ფურცლებსა თუ სწავლებას, სადაც მოსწავლეები სხედან და გამუდმებით რაღაცებს ინიშნავენ. დაგეგმეთ ისეთი გაკვეთილები, რაც ჩვეულებრივისგან სრულიად განსხვავდება, მოიწვიეთ სტუმარი, წადით საველე მოგზაურობაში ან გარეთ ჩაატარეთ გაკვეთილები. მოსწავლეები ყოველთვის უფრო ინტერესით იქნებიან განწყობილნი, როცა მათ შემოქმედებითი და კრეატიული გზით მიაწოდებთ მასალას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო მინდი შენარჩუნდება.

სპეციალური მოთხოვნები ბაღების თანამშრომლებისთვის - დოკუმენტი

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება 

ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის გამოწვევებზე კვლევების ეროვნული ცენტრი ანგარიშში საუბრობს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

პროექტის მიზანია, საქართველოს ისტორიისა და მეფეების შესახებ ინფორმაციის მიღება და გააზრებ



საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება