მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით საგარეჯოს N3 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „საგარეჯოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
ღონისძიებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსი გილაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლელა მარიდაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი არჩილ ჯაბადარი, საგარეჯოს რესურსცენტრის უფროსი მანანა ცუცქირიძე, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსი გილაშვილმა განაცხადა, რომ იანვრიდან „საგარეჯოს ეტალონ მოსწავლეს“ ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნება:
„ეტალონი“ მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ ინტელექტ-ჩემპიონატს საგარეჯო მასპინძლობს. პროექტი ბავშვების განათლებასა და მათ შემეცნებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტის მერია იანვრიდან, ყოველთვიურად, „საგარეჯოს ეტალონ მოსწავლეს“ 100 ლარს, ხოლო ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე ტატო სულიკაშვილს სპეციალური საჩუქარს გადასცემს“.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლელა მარიდაშვილმა „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ემოციებს, რომლებსაც პროექტი აუდიტორიაში იწვევს:
„ეტალონი“ უკონკურენტო პროექტია. წლების განმავლობაში აქტიურად ვადევნებ თვალს პროექტს და ყოველთვის, როგორც პატარა ბავშვს, ისეთი ემოციები მაქვს. მსურს, რომ ყველა მოსაწავლე იყოს წარმატებული. „ეტალონის“ მიზანი ბავშვების წარმატებაა და აღწევს კიდეც. მე ყველას ვურჩევდი, რომ პროექტში მიიღონ მონაწილება და სამწუხაროდ, არ ვიცი ქართულ რეალობში სხვა მსგავსი საგანმანათლებლო პროექტი. „ეტალონს“ დიდ წარმატებას ვუსურვებ “.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსმა არჩილ ჯაბადარმა განაცხადა, რომ „ეტალონის“ მომხიბვლელობას Izrune.ge ახალ ელფერს მატებს:
„მე უკვე მრავალჯერ აღმინიშნავს, „ეტალონი“ წარმატებული პროექტია, რაზეც მონაწილეთა მზარდი რაოდენობაც მეტყველებს. ჩვენს მუნიციპალიტეტში ინტელექტ-ჩემპიონატით დაინტერესებული მოსწავლეების რაოდენობა მატულობს და თავისთავად ინტერესიც იზრდება. სწორედ, მსგავსი მზარდი ინტერესი ინტელექტ-ჩემპიონატის მიმართ, მის წარმატებას განაპირობებს. შესაბამისად, ჩვენ „ეტალონს“ ვუჭერთ მხარს. ამავდროულად, Izrune.ge ორიენტირებულია მოსწავლეების განვითარებაზე და იგი ახალ ელფერს მატებს „ეტალონს“. მე რომ სკოლის მოსწავლე შვილი ან შვილიშვილი მყავდეს Izrune.ge-ში სიამოვნებით ჩავერთვებოდით“.
საგარეჯოს რესურსცენტრის უფროსმა მანანა ცუცქირიძემ „ეტალონის“ ავტორს გოჩა ტყეშელაშვილს, ინტელექტუალური პროექტისთვის, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა:
„ეტალონი“ არაჩვეულებრივი პროექტია და მუნიციპალიტეტის მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. „ეტალონი“ ბავშვებს ინტელექტუალური განვითარების დიდ შანსს აძლევს. მახარებს ბავშვების აქტიურობა და განწყობა. განსაკუთრებული მადლობა ბატონ გოჩას და „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს“.
„საგარეჯოს ეტალონი მოსწავლის“ დირექტორმა ნინო ბურდიაშვილმა „ეტალონში “პატარძეულის საჯარო სკოლის დაგროვილ გამოცდილებასა და გამარჯვებული მოსწავლის მიზანდასახულობაზე ისაუბრა:
„ჩემი აზრით, „ეტალონი“ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც დღეს საქართველოს სკოლებში იმართება. ჩვენ სკოლას კი „ეტალონში“ მონაწილეობის გარკვეული გამოცდილება დაუგროვდა. დღევანდელი დღეც სამაგალითოა - თუ როგორ შეიძლება მიზანდასახულმა მოსწავლემ პროექტის ფარგლებში წარმატებას მიაღწიოს. ყველას მოვუწოდებ არა მარტო პროექტის მხარდამჭერი, არამედ აქტიური თანამონაწილეც და თანამოაზრეც იყოს. ასევე, Izrune.ge გვაძლევს საშუალებას, რომ თითოეულმა მოსწავლემ მშობელთან ერთად, საერთო საგანმანათლებლო დიდი მიზნები განახორციელოს“.
„საგარეჯოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული პატარძეულის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ლუკა კოტორაშვილმა მოიპოვა. მან „ეტალონის“ ფუნქციაზე ისაუბრა და თანატოლებს პროექტში აქტიურად მონაწილეობისკენ მოუწოდა:
„ეტალონმა“ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. პირველ რიგში, თვითდაჯერებულობა და შრომისმოყვარეობა. „ეტალონში“ მონაწილეობის პირველმა წარუმატებლობამ გამაძლიერა და მომდევნო ცდაზე საუკეთესო შედეგს მივაღწიე. მსურს, „ეტალონისთვის“ დიდი მადლობა ბატონ გოჩას გადავუხადო და მოვუწოდო თანატოლებს, რომ მიიღონ მონაწილეობა პროექტში. ჩვენთვის „ეტალონი“ წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია“.
შეჯიბრში გამარჯვებულმა „საგარეჯოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელსაც ტრადიციულად საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. „ეტალონის“ მიმდინარე სეზონი კი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ასევე იხილეთ:
საგარეჯოს მოსწავლეთა საყურადღებოდ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე