მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოსწავლეთა სწრაფი აზროვნების ხელშეწყობის მიზნით, ქვედა სიმონეთის N2 სკოლაში რუსული ენის მასწავლებელმა ლარისა ტომარაძემ, ონლაინ ''ვიქტორინა - კონკურსი'' ჩაატარა.
კონკურსში VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ''რა? სად? როდის?'' სტილში გადაწყვეტილი აქტივობის მიზანი რუსული ენის გრამატიკის უკეთ შესწავლა იყო. მასწავლებლის მიერ შექმნილი ინტერნეტრესურსი მერვეკლასელთათვის სახალისო აღმოჩნდა.
''მოსწავლეებმა ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ კონკურსში. ინდივიდუალურად შეძლეს შეთავაზებული ინტერაქტიული მოდულით სარგებლობა. გაარკვიეს ზმნის პირიანობა, არსებითი სახელის ნათესაობითი ბრუნვის ფორმები, სქესი და სხვა სახის სავარჯიშოები'' - აღნიშნა ლარისა ტომარაძემ.
ვიქტორინის გამარჯვებული მარიამ ქავთარაძე გახდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა