სიახლეები
სიახლეები

ვინ არიან მასწავლებლები, რომლებსაც მინისტრმა მენტორის სტატუსი მიანიჭა
16-10-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ორ მასწავლებელს მენტორის სტატუსი მიანიჭა. მინისტრის ბრძანებით, სტატუსი ბაღდათის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა მანანა კაპეტივაძემ და საჩხერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა მაია ტყემალაძემ, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების გამო მიიღეს. ორივე მათგანი ინგლისური ენის სპეციალისტია. 

etaloni.ge დაუკავშირდა მასწავლებლებს, რომლებსაც მიხეილ ბატიაშვილმა მენტორის სტატუსი მიანიჭა. როგორც მათ ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, მსგავსი ტიპის წახალისება, მასწავლებელთა მოტივაციას ზრდის და პედაგოგის პროფესიას უფრო მიმზიდველს ხდის. 

ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მანანა კაპეტივაძე, 2018 წლის მასწავლებლის „ეროვნული ჯილდოს“ მფლობელია.  როგორც თავად ამბობს, მენტორის სტატუსი მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა მომავალში უფრო მეტ მოტივაციას მისცემს.  

„31 წელია, რაც მასწავლებლად ვმუშაობ. მენტორის სტატუსის მონიჭება ძალიან სასიხარულო და ამავე დროს ძალიან საპასუხისმგებლო წოდებაა ჩემთვის. ზოგადად, მინისტრის ბრძანება იყო, რომ მასწავლებლის „ეროვნულ ჯილდოსა“ და სხვადსხვა საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებულ პედაგოგს მენტორის სტატუსი მინიჭებოდა. მე შარშანდელი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ვარ.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის დაფასება, რადგან ამით მასწავლებლებს უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ, ამასთან, ეს არის მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლების ერთ-ერთი საშუალებაც, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია“, - ამბობს მანანა კაპეტივაძე.

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა მაია ტყემალაძემ პედაგოგიური  საქმიანობა 1992 წელს დაიწყო. როგორც თავად ამბობს, მსგავსი გადაწვეტილებებით, მისი პროფესია უფრო მიმზიდველი გახდება. 

„შარშან მონაწილეობა მივიღე ბრიტანეთის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში. არსებობს ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი, რომელიც დედოფალ ელიზაბეტის პატრონაჟით ფუნქციონირებს. სწორედ მათ გამოაცხადეს კონკურსი საუკეთესო მასწავლებელი, რომელიც განსაკუთრებულ შედეგს აღწევს მეტყველების გაუმჯობესებაში, როგორიც არის დებატები, საჯარო მეტყველება და ა.შ. ამ კუთხით მე წლების მანძილზე  მქონდა ნამუშევარი, შესაბამისად წარვადგინე ჩემი ნამუშევრები და ამ საერთაშორისო კონკურსში მეორე ადგილი დავიკავე შვედი პედაგოგის შემდგომ. ამასთან, 2017 წლის მასწავლებლის „ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტი ვარ და სწორედ მათ მიუძღვით ძალიან დიდი წვლილი იმაში, რომ მე სტატუსის ამ ტიპით ამაღლებაზე წარმადგინეს.

ზოგადად პედაგოგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ტიპის კონკურსებში. ასეთი დაფასება კი დამწყებ და ახალ პედაგოგებს დიდი მოტივაციას აძლევს და მასწავლებლის პროფესიას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის“, - განაცხადა მაია ტყემალაძემ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება