სიახლეები
ეტალონი

„ტექნოლოგიებით დანახული განათლება“ - ყვარელი izrune.ge-ს ინოვაციებს მასპინძლობს
16-10-2019
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის გავაზის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებს, პროექტ „ეტალონის“ და izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს სიახლეები წარუდგინა.

შეხვედრას ყვარლის რესურსცენტრის უფროსი ქეთევან ჭიპაშვილი, სკოლის დირექტორები და izrune.ge-ში ჩართული განსაკუთრებით აქტიური დამრიგებლები ესწრებოდნენ.

პორტალში უკვე ჩართული სკოლების წარმატებულმა დამრიგებლებმა კოლეგებს Izrune.ge-ს შედეგები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, მათ სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე, სასწავლო პროცესში მშობელთა სისტემურ ჩართვასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრი და სკოლის დირექტორები izrune.ge-ს ირგვლივ კლასების გაერთიანებასა და დამრიგებელთა როლის ზრდას მიესალმებიან. ისინი მშობლებთან ერთად იწყებენ ზრუნვას „მეგობრული კლასის“, „სუპერ კლასის“ და „მომავლის კლასის“ ტიტულების მოსაპოვებლად.

izrune.ge „ეტალონის“ ინოვაციური პროექტია და მოსწავლეებს  ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ, საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.

პორტალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მშობლის (ოჯახის) ჩართულობის გაზრდაა შვილის აღზრდა-განათლების პროცესში. მშობლებს საშუალება აქვთ, თვალი მიადევნონ და უშუალოდ ჩაერთონ ბავშვის განათლების მიღებისა და მოტივაცია-წახალისების პროცესში.

სექტემბრიდან ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი izrune.ge-ზე „წიგნიერების დღეა“, ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე – გზა ევროპისკენ!“, ხოლო ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს ისევ „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა!“.

შეხვედრა სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
საბერიოში დატრიალებული ტრაგედიის გამო 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

სკოლის ექიმის ხელფასი 800, ექთნის კი 670 ლარი იქნება - მთავრობის დადგენილება

მასწავლებელთა სქემის მუხლები 1-ელ ივლისამდეა შეჩერებული - სამინისტრო ახალ ვადებს ასახელებს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა კოსტიუმი და მეტად გაახალისეს და გაამრავალფეროვნეს გარემო

წინასაახალწლო პერიოდმა სკოლაში ძალიან მხიარულად ჩაიარა

ეს დღე თითოეული მათგანისთვის დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება