მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სორმონის საჯარო სკოლიდან ღვაწლმოსილი მასწავლებლები ღონისძიებით გააცილეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა განსაკუთრებული სიყვარული გამოხატეს მასწავლებლების- ნაზი ჟორჟოლიანისა და თინიკო ბოჭორიშვილის მიმართ და მადლობა გადაუხადეს მათ ამ სკოლაში გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის.
„ჩვენს სკოლას არასოდეს აკლდა თბილი და ლამაზი დღეები..ამ გარემოში ჩვეულებრივი სადა ღონისძიებაც კი ზეიმად იქცევა, რადგან ყოველი სიტყვა, სიმღერა თუ მოქმედება მუდამ სიყვარულითა და ალერსითაა აღსავსე.. ამ მხრივ, არც 10 ოქტომბრის საღამო იყო გამონაკლისი...
მადლიერებითა და პატივისცემით სავსე სიტყვები და მოგონებები, ცრემლიანი თვალებით მოყოლილი კურიოზები.. ლამაზი მუსიკა, ბევრი ყვავილი, ზღვა ემოცია...
პატარებმა განსაკუთრებული სიყვარულით გამოხატეს ორი ლამაზი და თბილი ქალბატონის, მასწავლებლების- ნაზი ჟორჟოლიანისა და თინიკო ბოჭორიშვილის მიმართ და მადლობა გადაუხადეს მათ ამ სკოლაში გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის...“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში