მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, თელეთის საჯარო სკოლის უცხო ენის კათედრის წევრებმა ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება - „Fairytales’ Day” გამართეს.
გერმანული ენის მასწავლებლის, ნინო მერაბიშვილის, ხელმძღვანელობით მე-7 კლასელებმა გერმანულ ენაზე „წითელქუდა“ წარმოადგინეს, მე-4 კლასელებმა ინგლისური ენის მასწავლებლის, ნანა ჩხეიძის, ხელმძღვანელობით ინგლისურ ენაზე - „ოქროსკულულა და სამი დათვი“, მე-7კლასელებმა კი, ინგლისური ენის მასწავლებლის, შორენა ფირცხალავას ხელმძღვანელობით, ინგლისურენოვანი წარმოდგენა - „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ გაითამაშეს.
ჟუჟუნა ქურასბენიანის ხელმძღვანელობით მერვე და მეცხრე კლასელებმა შეასრულეს ლექსები და გერმანული ენის წარმოშობის შესახებ ისაუბრეს.
მონაწილეებმა შეასრულეს სიმღერები, ენის გასატეხები და ცეკვები. ბავშვები დიდი აქტივობითა და სურვილით ჩაერთვნენ ღონისძიებაში, რომლის მიზანიც სამეტყველო უნარ-ჩვევების დახვეწა, ემპათიის უნარის განვითარება, ენობრივი ცნობიერების განვითარება და ენობრივ-კულტურული გამოცდილების გამდიდრება იყო.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში