მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის წიწკანაანთსერის საჯარო სკოლაში „ეტალონს“ და პროექტის ავტორს გოჩა ტყეშელაშვილს შემოდგომის ზეიმით დახვდნენ.
სტუმრების დასახვედრად მოწყობილ ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და ქართული ტრადიციული ცეკვები შეასრულეს. 2018-2019 წლის „ეტალონის“ გამარჯვებულმა ლიკა ოსეფაშვილმა „რაჭული“ და „ლაზური“ იცეკვა. სკოლის შესასვლელში კი შემოდგომის სპეციალური კუთხე იყო მოწყობილი, სადაც ბავშვებმა ჩურჩხელები ამოავლეს.
ღონისძიებას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი, ყვარლის რესურსცენტრის უფროსი ქეთევან ჭიპაშვილი, სკოლის დირექტორი ნანა ნინიაშვილი, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება