TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

რის მიხედვით გამოვლინდება „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ - 10 000 ლარის მფლობელი - დეტალები და კრიტერიუმები
15-05-2017
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, ''მასწავლებლის ეროვნული ჯილდო'' წესდება. 

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელი თაია მახარაშვილი აღნიშნავს, პირველ ადგილზე გასულს გადაეცემა ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობთ. 

''პირველ ადგილზე გასულს გადაეცემა ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობთ. ჯილდოს გადაცემა მასწავლებლისთვის მოხდება 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს.''

Etaloni.ge-სთან საუბრისას თაია მახარაშვილმა აღნიშნა, რომ დეტალები და კრიტერიუმები რის მიხედვითაც მოხდება გამარჯვებულის შერჩევა ივნისის დასაწყისში გახდება ცნობილი:

''დეტალები და კრიტერიუმები რის მიხედვითაც მოხდება შერჩევა და რის მიხედვითაც გამოვლინდება ჯილდოს მფლობელი, ივნისის დასაწყისში გახდება ცნობილი. ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პრეზენტაციას ჩავატარებთ. ამჟამად კი გაფორმდა მემორანდუმი, რაც გულისხმობს ცენტრისა და კოალიციიის ''განათლება ყველასთვის'' ერთობლივი კოორდინირებით პროცესის თავიდან ბოლომდე განხორციელებას. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მემურანდუმის მიხედვით არის პროცესის მხარდამჭერი.''

შეგახსენებთ, რომ კოალიცია ''განათლება ყველასათვის - საქართველოს'', განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.    
   
''მასწავლებლის ეროვნული ჯილდო'' არის გლობალური კამპანიის The Global Teacher Prize ნაწილი და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და პროფესიის პოპულარიზაციას, გამარჯვებულთათვის ისეთი ჯილდოს გადაცემით, რომელიც მსოფლიოს ყველა მასწავლებელს გაუჩენს წარმატების სურვილს.      
 
მემორანდუმის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ პედაგოგთა დაფასება, დამსახურების აღიარება, დაჯილდოება და მათი ღვაწლის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა მნიშვნელოვანია პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ზრდისა და პროფესიაში მეტი ღირსეული ადამიანის მოზიდვისათვის.        

ამ მიზნით, კოალიცია ''განათლება ყველასათვის - საქართველოს'' ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან (TPDC) პარტნიორობით, იწყება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მოსამზადებელი სამუშაოები. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება