მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
''სამოქალაქო განათლება ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში ჩვენი ამერიკელი პარტნიორები გვეხმარებიან. თუმცა მთავარი არის, ჩვენი კულტურისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის და სამომავლო გეგმებისთვის შესაფერისი და ინტეგრირებული სისტემა შევქმნათ გრძელვადიან პერიოდში. ასეთ სისტემას ყოველთვის ერქვა პედაგოგი, ანუ პედაგოგი არის მთავარ როლში და ცენტრალური ადგილი უჭირავს ნებისმიერ საგანმანათლებლო ინიციატივაში. ძალიან მოხარული ვარ, სამოქალაქო განათლების პედაგოგების შეკრებით, მათთან შეხვედრით და მუშაობის შესაძლებლობით. მე ვფიქრობ, რომ ამ ხალხს შეუძლია ყველაფერი ის მისცეს ჩვენს მოსწავლეებს, რაც მათ სჭირდებათ ამ მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მთლიანად ქვეყნის განვითარებაში და არამარტო სასკოლო სისტემის'' - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელი პედაგოგები სამოქალაქო განათლების სფეროს სიახლეებს და იმ წარმატებების ამსახველ ფოტოგამოფენას გაეცნენ, რომელიც სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში, პედაგოგთა ხელშეწყობით განხორციელდა.
კონფერენციის მსვლელობისას სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოება გაიმართა და მათ ''სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის'' პრიზები გადაეცათ.
კონფერენცია-გამოფენა ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის ''მომავლის თაობა'' ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე